მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



სართიჭალელებმა პირველობა განიმტკიცეს! 26.09.2014.

მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში, რომელსაც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, მე–4 ტური ჩატარდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შეიტანა. თუმცა, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მოწინავე სამეულში ისევ ის გუნდები დარჩნენ, სართიჭალის "სართიმ" კი ქულათა მაქსიმუმის მოპოვებით, პირველობა განიმტკიცა და ახლა უკვე 3–ქულიანი ფორით ლიდერობს. "სართის" მსგავსად, უდანაკარგოდ ასპარეზობს სოხუმის "ცხუმი", რომელმაც აევე ქულათა მაქსიმუმი აიღო, მაგრამ სართიჭალელებზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და 9 ქულით მეორეა. სამეულს კი გალის "მზიური" ავსებს, რომელსაც ქულით ნაკლები აქვს.

სატურნირო ცხრილში სამეულს ქულით ჩამორჩება 7–ქულიანი "გაგრა–2", 3 გუნდს 6–6, 5 გუნდს, 4–4, ხოლო 2 გუნდს თითო ქულა აქვს. უქულოდ ერთადერთი გუნდია – ახმეტის "ბახტრიონი".

მესამესთან შედარებით, მეოთხე ტური უფრო უხვგოლიანი გამოდგა. 7 მატჩში სულ 39 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში თითქმის 5.5 გატანილ ბურთის ტოლფასია. 39 გოლიდან მასპინძლებს აბსოლუტური უპირატესობა აქვთ – 29 გოლი მასპინძლების ანგარიშზეა, 10 კი სტუმრებმა გაიტანეს.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ და მე–4 ტურის მატჩების შედეგებს, სატურნირო ცხრილსა და უახლოესი მატჩების ანონსს აქვე გაგაცნობთ.

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი.

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. V ტური.

1. შვნაბადაცხუმი 0:3

2. გაგრა-2 – ვოიჟი1:2

3. ვიტ-ჯორჯია-2 – ამირანი3:1

4. იბერიაკოლხი  2:3

5. აფხაზეთი – მზიური3:6

6. ნ.დინამო – სართი0:2

7. გარდაბანი – გარეჯი1:3

ბახტრიონიისვენებს

 

I ტურის გამოტოვებული მატჩი

1. იბერია - ამირანი - 1:0


მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–5 ტურის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სართი (სართიჭალა) 5 5 0 0 15–1 15
2. ცხუმი (სოხუმი) 4 4 0 0 20–1   12
3. მზიური (გალი) 5 3 2 0 17–9   11
4. ვიტ-ჯორჯია-2 (თბილისი)
4 3 0 1 14–6   9
5. ვოიაჟი (თბილისი) 4 3 0 1 11–3   9
6. გარეჯი (საგარეჯო)
5 3 0 2 9–7   9
7. გაგრა-2 (გაგრა)
5 2 1 2 13–10   7
8. იბერია (თბილისი)
5 2 1 2 8–8   7
9. კოლხი (გულირიფში)
5 2 1 2 10–17   7
10. გარდაბანი (გარდაბანი) 4 1 1 2 3–4   4
11. ნორჩი დინამო (თბილისი) 5 1 1 3 8–11   4
12. ამირანი (ოჩამჩირე) 5 1 1 3 6–12   4
13. შავნაბადა (თელეთი) 5 0 1 4 2–16   1
14. აფხაზეთი (აფხაზეთი) 5 0 1 4 8–24   1
15. ბახტრიონი (ახმეტა) 4 0 0 4 1–16   0


მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.

I ტურის გამოტოვებული მატჩი.

28.09.2014. კვირა

იბერია (თბილისი) – ამირანი (ოჩამჩირე)   12:00 სთ.


V ტური

01.10.2014. ოთხშაბათი.

1. შავნაბადა (თელეთი) – ცხუმი (სოხუმი)   15:00 სთ.

2. ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი) – ამირანი (ოჩამჩირე)   13:00 სთ.

02.10.2014. ხუთშაბათი.

3. იბერია (თბილისი) – კოლხი (გულრიფში)   12:00 სთ.

4. აფხაზეთი (აფხაზეთი) – მზიური (გალი)   12:00 სთ.

5. ნორჩი დინამო (თბილისი) – სართი (სართიჭალა)   14:30 სთ.

6. გაგრა–2 (გაგრა) – ვოიაჟი (თბილისი)   15:00 სთ.

7. გარდაბანი (გარდაბანი) – გარეჯი (საგარეჯო)   16:00 სთ.

ბახტრიონი (ახმეტა)ისვენებს

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge