მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



11.04.2014.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილის მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, "კობი და მეგობრობის" თაოსნობითა და ინიციატივით, 2001 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის, მასშტაბური ტურნირი "ევროპის თასი – საქართველო" რომ გაიმართებოდა, ეს ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გაცხადდა. მაშინვე ისიც ითქვა, რომ ტურნირის გამარჯვებული გუნდი მიმდინარე წლის ივნისში, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გასამართ მასშტაბურ ტურნირში, "ევროპის თასის" გათამაშებაში" უსასყიდლოდ გაემგზავრებოდა და ყველა ხარჯს, საერთაშორისო ფონდი "კობი და მეგობრები" ითავებდა. 1 აპრილს ჩატარებულმა წილისყრამ კი ტურნირის 44 მონაწილე გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე ზონების მიხედვით დააწყვილა. სწორედ 1 აპრილს გაცხადდა, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრები გუნდი "აფხაზეთი" "აღმოსავლეთ საქართველოს ზონაში" იასპარეზებდა.

თავიდანვე გამცნობთ, რომ ამ გათამშების საკვალიფიკაციო ეტაპის "აღმოსავლეთ საქართველოს ზონაში", ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, "აფხაზეთს" დანარჩენი 5 გუნდი გაუწევდა მეტოქეობას. წილისყრის შედეგად გაცხადდა, რომ ჩვენს ზონაში საკვალიფიკაციო ეტაპი "აფხაზეთისა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირებით გაიხსნებოდა... და ასეც მოხდა...

"აფხაზეთის" ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ოლეგ გველესიანიგახლავთ, "აღმოსავლეთ საქართველოს ზონის" მატჩები გახსნა. 35–ე საფეხბურთო სკოლის მოედანზე რამდენიმე ათეულმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი და კარგი სანახაობა გაჩაღდა. ამ სანახაობას აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიმურად ანჯაფარიძე, პასუხისმგებელ მდივანთან, დიმიტრი ჭანტურიასთან და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენთან, გრიგოლ ცაავასთან ერთად ადევნებდა თვალს.

აღსანიშნავია ის, რომ ტურნირის "არმოსავლეთ საქართველოს ზონაში" პირველი გოლი სწორედ "აფხაზეთმა" გაიტანა. საბოლოო ჯამში, ოლეგ გველესიანის გუნდმა ბოლნისის "სიონს" 3:1 სძლია და ნახევარფინალში გავიდა...

ნახევარფინალში, "აფხაზეთს" თელავის "კახეთთან" მოუწია დაპირისპირება, რომელმაც პირველ მატჩში ადიგენის "ზარზმას" 3:1 მოუგო. თელაველებთან ჩვენი გუნდის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. მატჩის ორი ტაიმი უგოლოდ მიილია, პენალტების სერიაში "აფხაზეთმა" 2:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა...

"ნორჩ აფხაზეთელებს" ფინალში "შიდა ქართლის" ნაკრებთან მოუწიათ შებმა... გუნდთან, რომელმაც პირველ თამაშში "მცხეთა–მთიანეთის" ნაკრები 7:0 გაანადგურა, ნახევარფინალში კი "სამაჩაბლო–სპარტაკი" (ცხინვალი) დიდი სხვაობით 6:2 დაამარცხა. ამ შედეგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს გუნდს ძლიერ მეტოქესთან უწევდა მომდევნო რაუნდში გასვლისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი 0:4 დამარცხდა და მომდევნო რაუნდში "შიდა ქართლის ნაკრები" გავიდა...

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge