მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მურთაზ შელია – 45 25.03.2014.

დღეს, 25 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფლი მცველის, აფხაზეთის შვილის, მურთაზ შელიას იუბილეა. ყოფილი ფეხბურთელის, რომელსაც ქომაგებდა "ჯვაროსანთა" გუნდის დაცვის ბურჯი უწოდეს. დღს, მურთაზ შელია 45 წლის გახდა...

ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში დბადებულმა მურთაზ შელიამ მოთამაშის კარიერა ოჩამჩირის "ამირანში" (1988–1990) დაიწყო. დაცვაში საიმედო თამაშის წყალობით, მურთაზ შელია 1991 წელს თბილისის "დინამოში" მიიწვიეს და 3 წლის განმავლობაში ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის ღირსებას იცავდა. გერმანულ "ზაარბრიუკენში" განათხოვრების შემდეგ ისევ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. თუმცა, მურთაზ შელიას, რომელიც სწრაფ პროგრესს განიცდიდა, ვლადიკავკაზის "ალანიაში" (1995–97 წლ.) მიიწვიეს, საიდანაც ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში" მოხვდა. "მანჩესტერ სიტიში" მურთაზ შელია 1997–2000 წლებში ასპარეზბდა, მაგრამ ტრავმების გამო ნაადრევად გამოეთხოვა ინგლისურ კლუბს და სამშობლოში, თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, მოთამაშის კარიერა კი 2001 წელს თბილისის "ლოკომოტივში" დაასრულა.

მურთაზ შელიამ 29 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში. მათგან ერთ–ერთი გამორჩეული ინგლისის ნაკრებთან თბილისში ჩატარებული თამაში გახლდათ. შელია 1995 წელს ვლადიკავკაზის "ალანიას" შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა, 1996 წელს კი რუსეთის ვიცე–ჩემპიონი. ამავე წლებში მურთაზ შელია ორჯერ დაასახელეს რუსეთის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მურთაზ შელია ქართულ ფეხბურთში დარჩა. შელია, 2009 წელს ცხინვალის "სპარტაკის" ვიცე–პრეზიდენტი გახდა. სამწლიანი მუშობის შემდეგ კი თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი გახდა. გარდა ამისა, მურთაზ შელია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სელექციონერად მუშაობდა.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge