მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ვიტალი დარასელია!!! 31 წლის წინ... 13.12.2013.

დღეს, 13 დეკემბერია, ეს თარიღი ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის ტკივილიანი დღეა, 31 წლის წინ, 1982 წლის 13 დეკემბერს, ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად დაიღუპა, არა მარტო იმ პერიოდის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა ვიტალი დარასელია...

მისი სიცოცხლე ძალზე ხანმოკლე იყო, სულ რაღაც 25 წელს ითვლიდა, მაგრამ, ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ვიტალი დარასელიამ შეძლო და ღირსეულად დაამახსოვრა თავი ფეხბურთის ქომაგებს. ვიტალი დარასელია თავისი თამაშით, მანერით, სტილითა და პერსონით, გამორჩეული გახლდათ...

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978 წ.), საბჭოთა კავშირის თასის 2–გზის მფლობელი (1976 წ. 1979 წ.), 19–წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონი (1976 წ.), ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონი (1981 წ.)... ეს და სხვა ტიტულები, ასევე ხალხის უსაზღვრო სიყვარული მწვანე მოედნის იმ რაინდს ეკუთვნის, რომელსაც ვიტალი დარასელია ექრვა... სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ის რად ღირს, რომ 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში, თბილისის "დინამომ" სწორედ ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლის წყალობით დაამარცხა (2:1) იენის "კარლ ცაისი" და თასების თასს დაეუფლა. იმ ევროპულ საკლუბო ტიტულს, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია ქართული ფეხბურთის ისტორიაში...

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge