მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გვახსოვდეს ლეგენდები: ვიტალი დარასელია 65 წლის გახდებოდა... 09.01.2022

ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დღემდე ყველაზე დიდი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის ფინალში, გადამწყვეტი გოლი ავტორი ვიტალი დარასელია დღეს 65 წლის გახდებოდა... სამწუხაროა, რომ წარსულში გვიწევს მისი ხსენება. 1982 წლის 13 დეკემბრის სუსხიან დღეს მომხდარმა ტრაგიკულმა ავტოკატასტროფამ, ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ვიტალი დარასელიას სიცოცხლე. მან მხოლოდ მეოთხედი საუკუნე იცხოვრა, მაგრამ ბევრი მოასწრო... და ბევრის მოსწრება ვერ შეძლო...

საბჭოთა კავშრის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979). ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981)... 5-ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესოს შორის (1978-1982 წლ.), ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1976), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (1980), საბჭოთა კავშირში სპორტის დამსახურბული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1973-74 წლებში აფხაზეთის მკვიდრმა ვიტალი დარასელიამ, ოჩამჩირის "ამირანში" დაიწყო თამაში, 1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა. 1979 წლიდან კი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო... ასეთი იყო ვიტალი დარასელია, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული... 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge