მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



თემურ ტუღუში აღარ გვყავს... 20.08.2021

ცუდი ამბავი გავიგეთ ბათუმიდან... თემურ ტუღუშის გარდაცვალების ამბავი... ის იყო კაცი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ქართული ფეხბურთის სამსახურში იყო. ბათუმის "დინამოში", თემურ ტუღუში, გასული 90-იანებში გამოჩნდა. თითქმის 26 წლის  წინ, 1995 წლის 14 სექტემბერს, ბათუმის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის გათამაშების მორიგ რაუნდში, ცნობილ შოტლანდიურ გრანდს, გლაზგოს "სელტიკს" უმასპინძლა. იმ მატჩში თემურ ტუღუშმა "სელტიკის" კარში გატანილი გოლით დაგვამახსოვრა თავი. თუნდაც ამ გოლით ის ფეხბურთის მსოფლიო ისტორიაში დარჩა...

თემურ ტუღუში, ბათუმის "დინამოს" გარდა, ისრაელში, თელ-ავივის "ბნეი იეჰუდაში", თბილისის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთში" ასპარეზობდა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩში აქვს ჩატარებული. ბოლოს კი, ქართულ ფეხბურთს მომავალ თაობებს, ბათუმის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში უზრდიდა....

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის

თემურ ტუღუშის

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge