მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



სოხუმის დინამოს ქალთა გუნდი ხვალ იწყებს 09.08.2020

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია, - შუა საუკუნეებში თქვა ქართველმა გენიოსმა შოთა რუსთაველმა და... კაცების შემდეგ, ქალთა ფეხბურთმაც აითვისა ახალ-ახალი გეოგრაფიული სივრცეები. რაღა თქმა უნდა, ზემოთ ნახსენები გენიალური ფრაზის ავტორის სამშობლოშიც აგორებენ ბურთს ქალები... საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში იყო ქალთა გუნდები და გასული საუკუნის ბოლოს, ქალთა ეროვნული ნაკრებიც გყავდა...

სასიხარულო და ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს (რომელიც უკვე რამდენიმე წელია რაც რეგულარულად ტარდება) სოხუმის "დინამოს" ქალთა გუნდი შეემატა. 2020 წლის სეზონი ქალთა გუნდებს შორის დღეს გაიხსნება, ხვალ კი სოხუმის "დინამო" აიღებს სტარტს. პირველ მატჩში სოხუმელები 19:00 საათზე "ვარკეთილის" სტადიონზე ახმეტის "თუშეთს" უმასპინძლებენ.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი, ყველა აფხაზეთელის სახელით, სოხუმის "დინამოს" ქალთა გუნდს ბედნიერ სტარტსა და ულევ წარმატებებს უსურვებს.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge