მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



სააღდგომო საჩუქარი ვეტერანებს 19.04.2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ არაერთი სასიკეთო საქმე გაუკეთებია, ეს არავისთვისაა ახალი. ამჯერად, სწორედ ასეთ ინიციატივაზე უნდა გითხრათ. აღდგომის დღესასწაული უსაჩუქროდ როგორ იქნება. ეს საჩუქარი ერთი ათად ფასობს მაშინ, როცა ქართული საზოგადოება მსოფლიოსთან ერთად, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ებრძვის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ აღდგომის დღესასწაული აფხაზეთის ფეხბურთის ორ რჩეულ ვეტერან წარმომადგენელს გაულამაზა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, ფედერაციის სხვა ხელმზღვანელებთან ერთად, ვეტერან ფეხბურთელს, უჩა დგებუაძესა და ვეტერან მსაჯს, ემზარ ნარმანიას შინ ესტუმრა და სააღდგომო საჩუქრები ამანათით გადასცა.

უჩა დგებუაძემ და ემზარ ნარმანიამ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციების მისამართით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს ჟესტი მათთვის არა უბრალოდ საჩუქარი, არამედ მათი ღვაწლიოსა და ამაგის დაფასებაა.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge