მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



გურამ გაბისკირია 73 წლის გახდებოდა... 02.03.2020

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს სოხუმის მერი და საფეხბურთო კლუბი სოხუმის "ცხუმის" პრეზიდენტი, გურამ გაბისკირია. ოკუპანტებმა მას დაჩოქება მკაცრი ტონით მოსთხოვეს, მაგრამ ცივი უარი მიიღეს... არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ, - იყო გმირი ქართველის პასუხი... დიახ, ეს ყველასათვის საყვარელი ქართველოი გმირის, გურამ გაბისკირიას უკანასკნელი სიტყვები იყო. გმირისა, რომელსაც ქართველთა გსრდა, არაერთი აფხაზი მეგობარი ჰყავდა...

დღეს, 2 მარტს, ა,მ გმირის, გურამ გაბისკირიას დაბადების დღეა. დღეს ის 73 წლის გახდებოდა. მისი დაღუპვიდან სექტემბერში 27 წელი შესრულდება... თუმცა, კიდევ ამდეივე წელი არაერთხელ გავა, მაგრამ მის სახელს დავიწყება არ უწერია... არ უწერია, რადგან გმირებს საქართველო არასდროს ივიწყებს. გავა დრო, რამდენიმე წელი და სოხუმში ქართველი და აფხაზი ისევ ერთად მოიგონებს გმირს, რომელიც სამშობლოს ერთიანობას შეეწირა... 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge