მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ყურადღება!!! იჩქარეთ, ახალი სეზონი მალე დაიწყება! 10.02.2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული რეგლამენტებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია 2020 წლის საფეხბურთო სეზონში კვლავ 5 გათამაშებას ჩაატარებს, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ჩემპიინატებში მონაწილეობის მსურველი კლუბებისა და გუნდების მესვეურთა საყურადღებოდ, აქვე გთავაზობთ იმ ასაკობრივი ჩემპიონატების ჩამონათვალსა და საწევრო შენატანის ოდენობას, რომელიც მომდევნო თვეში, მარტში დაიწყება:

1. ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის - საწევრო შენატანი 1 500 ლარი;

2. ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის - საწევრო შენატანი 1 300 ლარი;

3. ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის - საწევრო შენატანი 800 ლარი;

4. ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის - საწევრო შენატანი 800 ლარი;

5. ანატოლი (გიგა) ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2011-2012 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის - საწევრო შენატანი 600 ლარი;


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას შემდეგ ნომერზე: 5 99 54 05 66

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge