მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ვიტ ჯორჯია ილიადის ტურნირის გამარჯვებულია! 03.02.2020

დღეს, 3 თებერვალს ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ალექსი ილიადი 75 წლის გახდა. სწორედ დღეს, ილიადის დაბადების დღეს დასრულდა მისი სახელობის ტურნირი, რომლის დასკვნითი დღე გამორჩეული გახლდათ...

.

 

მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი ერთ სტადიონზე გაიმართა და თამაშების დაწყებამდე არენაზე, მონაწილე ბავშვებისა და მათი მშობლების გარდა, აფხაზეთელებმა, რიგითმა ქომაგებთა, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა იწყეს შეკრება. მატჩების დაწყებამდე და დაჯილდოების შემდეგაც არაერთი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, რასაც ქვემოთ კოლაჟში წარმოგიდგენთ... მანამდე კი სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ.

მე-3 ადგილისთვის მატჩში დიდი ლილოს "იბერია 2017" და მარნეულის "გორარხი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა დაძაბულად დაიწყო, მაგრამ იბერიელებმა იძალეს, მეტოქე 5:3 სძლიეს და საპატიო მე-3 საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.

რაც შეეხება ფილს, "ვიტ ჯორჯია" "ლომებს" შეება. ეს თამაშიც გამორჩეული გახლდათ. ვიტელებმა იმარჯვეს, 2:0 მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულის რანგში, ალექსი ილიადის სახელობის თასს დაეიფლნენ.

 

 

დაჯილდოების ცერემონიალზე ტურნირის სამივე პრიზიორი შესაბამისი ხარისხის დიპლომი სამივე გუნდის მოთამაშესა და მწვრთნელს გადაეცათ. ამასთან, სამივე გუნდი საპატიო თასით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, ორგანიზატორებმა ტურნირის სამი გამორჩეული ფეხბურთელი საპატიო პრიზით დააჯილდოვეს. ეს ტრიო ასეთია:

 

ტურნირის საუკეთესო მეკარე - საბა ტარტარაშვილი (ვიტ ჯორჯია)

ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი - დავით რამაზაშვილი (იბერია 2017)

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - დავით ახვლედიანი (ლომები)

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge