მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ლომები და ვიტ ჯორჯია დაწინაურდა (ალექსი ილიადის სახელობის ტურნირი) 01.02.2020

როგორც უკვე გაუწყეთ, დღეს სტარტი აიღო ალექსი ილიადის სახელობის ტურნირმა, რომელშიც 2007-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკების 6 გუნდი მონაწილეობს. გათამაშის კალენდრის მიხედვით ჯგუფური რაუნდის 3-3 მატჩი პირველ 2 დღეზეა გადანაწილებული. შესაბამისად, დღეს მხოლოდ 3 თამაში შედგა.

ტურირის პირველი დღე უხვგოლიანი აღმოჩნდა. სტარტზე კი "ლომები" და ვიტ ჯორჯია დაწინაურდა და მათ ფინალში გასვლისთვის წინ საკმაო ნაბიჯი გადადგეს. კარგი შანსი ჯქონდა "მუხრანსაც", მაგრამ ამ გუნდმა ჯგუფური რაუნდის ორივე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 ქულა აიღო.

დღევანდელი თამაშების შედეგებს აქვე გაგაცნობთ და თავად გამსაჯეთ:

ლომები (თბილისი) - მუხრანი - 2:0

ვიტ ჯორჯია - იბერია 2017 - 3:0

მუხრანი -  გორარხი (მარნეული) - 3:3

ბოლოსთვის, ჯგუფური რაუნდის დასკვნითი, ხვალ გასამართი სამივე მატჩის ანონსს შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი.

02 თებერვალი 2020 წ.

4. ლომები (თბილისი) - გორარხი (მარნეული)   11:00 სთ.

5. მერანი (თბილისი) - იბერია 2017   12:00 სთ.

6. ვიტ ჯორჯია (თბილისი) - მერანი (თბილისი)   13:30 სთ.

ტურნირის დასკვნით დღეს, 3 თებერვალს კი მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი გაიმართება.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge