მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ილიადის სახელობის ტურნირი შაბათს დაიწყება 28.01.2020

ახალი წელი დადგა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია წლის პირველი ტურნირის ჩასატარებლად უკვე მზადაა. ეს გათამაშება კი იმ პიროვნების სახელს ატარებს, რომელიც სოხუმში დაიბადა და არაერთი ბედნიერი, წარმატებული წუთი აჩუქა ფეხბურთის გულშემატკივრებს. ალექსი ილიადი, 1945 წლის 3 თებერვალს სოხუმში დაიბადა და 1962 წელს სოხუმის "დინამოს" მაისურა მოირგო. 1963-67 და 1968-71 წლებში თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა. ასევე იცავდა ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "მეტალურგის" ღირსებას.

პოზიციით ნახევარმცველი ალექსი ილიადი, ყველა გუნდში "შტატიან პენალტისტად" იყო მიჩნეული და 11-მეტრიანსაღ ჩინებულად ასრულებდა. ფეხბურთის ასაკოვან ქომაგებს კი ყველაზე მეტად მოსკოვის "სპარტაკის" კარში გატანილი პენალტი ახსოვთ. ეს მატჩი თბილისში 1969 წლის 16 აპრილს გაიმართა, "დინამომ" 2:0 იმარჯვა, ალექსი ილიადის პენალტის წინაშე, მოსკოვის "სპარტაკის" მეკარე ანზორ კავაზაშვილმა უძლური აღმოჩნდა.

ალექსი ილიადი პენალტების გარდა ტიტულებითად გამოირჩევა. მას 1964 წელს სპორტის ოსტატის წოდება მიანიჭეს. იმავე წელს თბილისის "დინამოს" მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დუბლიორთა ტურნირის გამარჯვებული გახდა. ილიადი, ასევე "დინამოს" შემადგენლობაში, 1969 წელს სსრკ-ს ჩემპიონატის პრინჯაოს პრიზიორი, 1970 წელს კი საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი გახდა.

ალექსი ილიადი 3 თებერვალს 75 წლის გახდება. იმ უკვე წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და მისი სახელობის ტურნირი ის ძვირფასი საჩუქარი და ის უდიდესი მადლიერებაა, რომელიც მან საფეხბურთო კარიერით უდავოდ დაიმსახურა.

რაც შეეხება თავად ტურნირს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ ტურნირის ორგანიზატორები არიან. გათამაშება, რომელშიც 6 გუნდი იასპარეზებს შაბათს, 1 თებერვალს აიღებს სტარტს და ალექსი ილიადის დაბადების დღეს, 3 თებერვალს დასრულდება.

ტურნირის 6 მონაწილე, წილისყრის შედეგად 2 ჯგუფში ასე გადანაწილდა:

 

A ჯგუფი: ვიტ ჯორჯია (თბილისი), მერანი (თბილისი), იბერია 2017.

B ჯგუფი: მუხრანი, ლომები (თბილისი), გორარხი (მარნეული).

 

ბოლოსთვის გათამაშების კალენდარს გაგაცნობთ:

 

01 თებერვალი 2020 წ.

1. ლომები (თბილისი) - მუხრანი   11:00 სთ.

2. ვიტ ჯორჯია (თბილისი) - იბერია 2017   12:00 სთ.

3. მუხრანი - გორარხი (მარნეული)   13:00 სთ.


02 თებერვალი 2020 წ.

4. ლომები (თბილისი) - გორარხი (მარნეული)   11:00 სთ.

5. მერანი (თბილისი) - იბერია 2017   12:00 სთ.

6. ვიტ ჯორჯია (თბილისი) - მერანი (თბილისი)   13:30 სთ.


03 თებერვალი 2020 წ.

მე-3 ადგილისთვის მატჩი: A 2 - B 2   16:00 სთ.

ფინალური მატჩი: A 1 - B 1   17:00 სთ.   

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge