მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ოქრო და ბრინჯაო მარნეულში 28.12.2018

დღეს, 22 დეკემბერს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მარნეულს ესტუმრა და იქ გამართული სპორტული ღონისძიება, ოქრო-ბრინჯაოს დაჯილდოებით დაამშვენა. თავიდანვე გამცნობთ, რომ მარნეულში, თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ჭიდაობა ძიუდოში. ამ ტურნირში ქართველის გარდა უცხოელი ფალავნებიც მონაწილეობდნენ ახლო მეზობელი ქვეყნებიდან.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიალს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელობის გარდა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილიც დაესწრო.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ, ზაურ ტაბატაძესთან და შოთა რეხვიაშვილთან ერთად ჩაატარა დაჯილდოების ცერემონიალი.

აფხაზეთის ღია პირველობაზე, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში, მარნეულის "ალგეთმა" 43 ქულით, (12 ქულით გაუსწრო მდევარს) მე-3 ადგილი დამსახურებულად მოიპოვა. შესაბამისად, "ალგეთელებმა" დაჯილდოების ცერემონიალში ბრინჯაოს მედლები, თასი და მე-3 ხარისხის სიგელები მიიღეს.

ასევე მე-3 ადგილი დაიკავა აჩაბეთის "ლიახვმა", ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელშიც 2005 წელს დაბადებულმა ჭაბუკებმა იასპარეზეს. "ლიახვმა" 38 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი. აჩაბეთელთა გუნდი მარნეულში საგანგებოდ იყო ჩასული და კუთვნილი მედლები, სიგელები და თასიც მარნეულში გადაეცათ.

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის თასის გათამაშებაში, 2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ანუ იმ ტურნირში, სადაც აჩაბეთის "ლიახვი" მე-3 ადგილს დასჯერდა, მარნეულის "ალგეთი", 46 ქულით (3 ქულით გაუსწრო მთავარ მეტოქეს) ჩემპიონი გახდა. ნორჩი "ალგეთელები" ოქროს მედლებით, დიპლომებითა და ჩემპიონის თასით დაჯილდოვდნენ.

მარნეულს კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს. ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებულმა ჭაბუკებმა იასპარეზეს, "ალგეთმა" 53 ქულა მოიპოვა (მდევარს 4 ქულით გაუსწრო) და ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, ომცროს "ალგეთელებს" ჩემპიინის მედლები, თასი და დიპლომები გადაეცათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge