მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



რუსთავი გალიდერებას ვერ შესწვდა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 29.10.2018

"რუსთავს" კარგი შანსი ჰქონდა სტუმრად აჩაბეთის "ლიახვისთვის" მოეგო და პირველ ადგილზე აღზევებულიყო, რადგან ცხრილის ლიდერის მარნეულის "ალგეთის" ამ ტურის შეხვედრა გადაიდო. თუმცა, რუსთაველები გასვლაზე "ლიახვთან" 0:2 დამარცხდნენ და ისევ მეორეზე დარჩნენ. მათმა მდევარმა "ლიახმა" კი ზემოთ ნახსენები მოგებით ჩამორჩენა შვიდიდან 4 ქულამდე შეამცირა. ყოველივე ეს ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში მოხდა, რომელშიც 2005 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
პირველი ახლა ალაზანია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 29.10.2018

ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-17 ტურის მატჩები შედგა. თუმცა, ერთი შეხვედრა გადაიდო და სწორედ ამის გამო შეიცვალა ცხრილის ლიდერი. ალბათ მხოლოდ დროებით... თუმცა ამას დრო გვიჩვენებს...

სრულად ნახვა
რუსთავი-1-მა 6 ქულიანი ფორა შეიქმნა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 29.10.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდა, ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში შედგა. ამ შეხვედრაში მეორეადგილოსანმა "ნორჩმა დინანომ" ცხრილის ლიდერ "რუსთავი-1"-ს უმასპინძლა...

სრულად ნახვა
გიფა-2-მა ალგეთი დაამუხრუჭა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 22.10.2018

გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე უფრო "გიფა-2"-მა ისარგებლა. ამ გუნდმა გამოტოვებულ შეხვედრაში "ნაძალაევს" სძლია. ამ ტურის კალენდარულ შეხვედრაში კი მე-2 ადგილზე მყოფ მანეულის "ალგეთს" უმასპინძლა და არაფერი დაუთმო, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

სრულად ნახვა
გოლების დეფიციტი აშკარაა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 22.10.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, 2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორეის, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაში, ორიგი, მე-16 ტურის მატჩები შედგა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ტურნირის მე-126 ტურში აშკარად გოლების დეფიციტი დაფიქსირდა. თავად განსაჯეთ, 6 მატჩში მხოლოდ 13 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 2 გოლზე მცირედით მეტით ტოლფასია.

სრულად ნახვა
ტრიო უცვლელია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 22.10.2018

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, სადაც 2005 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ მე-14 ტურმა სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგება ვერ შცვალა. ამ ტურში გოლების დეფიციტი არ ყოფილა, მაგრამ, წინა ტურისგან განსხვავებით (30 გოლი 5 მატჩში) აშკარა სხვაობაა. ამჟამად 5 თამაშში 21 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ეს თამაშში 4 გოლზე ცოტა მეტის ტოლფასია.

სრულად ნახვა
ალაზანი ადიდდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 22.10.2018

ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში შედგა. მეორეადგილოსან გურჯაანის "ალაზანს" დედაქალაქურმა "იბერია 2010"-მა უპასპინძლა. იბერიელებს შეეძლოთ ამ მატჩის მოგებით მე-2 საფეხურზე აენაცვლათ, მაგრამ...

სრულად ნახვა
სარეკორდი 16:0 (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 22.10.2018

დიახ, მართლაც, რომ ასეა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, მიმდინარე სეზონში მსგავსი ანგარიში აქამდე არ დაფიქსირებულა და ნამდვილად რომ სარეკორდოა: 16:0, სწოორედ ამ შედეგით სძლია მეორეადგილოსამა "ნორჩმა დინამომ" "მთვარის გლობუსი", თანაც სტუმრად...

სრულად ნახვა
ალგეთი მეორეზე აღზევდა (ჟიული შარტავას სახელობის გათამაშება) 15.10.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე გამორჩეულ გათამაშებაში, ჟიული შარტავას სახელობის თასზე მე-12 ტურმა ცხრილში თვალშისაცემი ცვლილება განაპირობა - მოწინავე ტრიოში, მეორე ადგილზე მარნეულის "ალგეთი" აღზევდა. "ალგეთელებმა" "აფხაზეთს" გაუცვალეს ადგილი, რომელიც ამ ტურში ფრეს დასჯერდა.

სრულად ნახვა
მეორე-მესამის ფრით მუხრანმა ისარგებლა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 15.10.2018

ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშების მე-15 ტურში მეორე და მესამე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს პაექრობა ფრედ დასრულდა და ამით კარგად ისარგებლა "მუხრანი-წილკანმა იმარჯვა და მე-3 ადგილზე აღზევდა. გარდა ამისა, თბილისის "იბერია 2010"-მა გადადებულის გარდა,კალენდარული მატჩიც მოიგო და ცხრილში მე-8 საფეხურიდან ერთბაშად მე-5 ადგილზე აინაცვლა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge