მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ნორჩი დინამოს სარეკორდო 11 და მერანის პირველი (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 11.11.2018

მეორეზე მყოფმა "ნორჩმა დინამომ" სარეკორდო ანგარიშით 11:0 მოუგო მე-4 საფეხურზე მყოფ "ასმც. იმედს", გათამაშემას მეორე წრიდან დამატებულმა "თბილისის "მერანმა", რომელიც ჯერჯერობით უქულოდაა, მე-7 მატჩში პირველი გოლი გაიტანა... თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ცხრილის მოწინავე სამეულში ცვლილება არაა.

სრულად ნახვა
დურუჯი ნახტომით სამეულშია (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 05.11.2018

აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში ვადაზე ადრე ჩემპიონობა "დინამო თბილისს" ჯერ კიდევ წინა ტურში მივულოცეთ. ვიცე-ჩემპიონობისთვის კი ბრძოლა გრძელდება. მე-15 ტურში დიდი ნახტომი გააკეთა ყვარლის "დურუჯმა", რომელმაც მე-5 ადგილიდან მე-3-ეზე აინაცვლა. თუმცა საპრიზო სამეულში მოსახვედრად ყველაზე დიდი შანსი მე-4 საფეხურზე მყოფ "აფხაზეთს" აქვს, რადგან 5 გადადებული მატჩი აქვს მარაგში.

სრულად ნახვა
სამს სამეულში შესვლა შეეძლო (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 05.11.2018

ერთბაშად სამ გუნდს, "ასმც. მერანს", ასმც. WINNERS"-სა და "რუსთავს" მოწეინავე სამეულში შეცვლა და გურჯაანის "ალაზანის" დაქვეითება შეეძლოთ, მაგრამ, ტრიოდან ეს ვერცერთმა ვერ შეძლო, რადგან სამივემ წააგო. შესაბამისად მოწინავე საეული არ შეცვლილა.

სრულად ნახვა
სამთავისის ნაცვლად მეხუთე გარეჯია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 05.11.2018

"სამთავისს" შეეძლო დიდი ნახტომი გაეკეთებინა და ხუთეულში შესულიყო, მაგრამ... ამ გუნდმა გამოტოვებული მატჩი კი მოიგო, თუმცა, კალენდარულ შეხვედრაში მდევართან დამარცხდა და მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. მეხუთე საფეხურზე კი "გარეჯი" აღზევდა, რომელმაც კარგად ისარგებლა "გორის" წაგებით...

სრულად ნახვა
3-3 გოლი და უძრაობა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 05.11.2018

ზუსტად 3-3 გოლი გავიდა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშების მე-18 ტურში. თავად განსაჯეთ, 4 მატჩში ჯამში 12 გატანილი თანაბრად გადანაწილდა თითო შეხვედრაში. მატჩების შედეგების გაცნობისას ამაში თავადვე დარწმუნდებით. აშკარაა ისიც, რომ ამ ტურს სატურნირო ცხრილში არც გუნდების თანმიმდევრობა და არც მათ შორის ქულათა სხვაობა არ შეუცვლია. ასე რომ ამ ტურში, როგორც იტყვიან სრული უძრაობაა.

სრულად ნახვა
ლიდერმა ხაშურში წაიფორხილა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 05.11.2018

ლიდერმა "რუსთავი-1"-მა ხაშურში, "ივერია 2009"-სთან წაიფორხილა, მესამეადგილოსანს სტუმრად ვერ სძლია, უგოლო ფრეს დასჯერდა და 6-ქულიანი ფორა 4-მდე შეიმცირა. ლიდერის მდევარმა "ნორჩმა დინამომ" კი რიხიანად 9:2 მოიგო ააბეთის "ლიახვთან" და მეტოქე მე-4 ადგილიდან ერთი საფეხურით ქვემოთ ჩაასწია...

სრულად ნახვა
გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის ჯგუფები და სათამაშო კალენდარი ცნობილია 03.11.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ ახალ წამოწყებას, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირს რომ ჩაუყარა საფუძველი უკვე გამცნეთ. ამ გათამაშების ჯგუფებისა და სათამაშო კალენდრის გამოსავლენად აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილე გუნდები მონაწილეობდნენ.

სრულად ნახვა
2008-2009 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის დებულება 30.10.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ კარგ წამოწყებას დაუდო სათავე. საქართველოს ფეხცბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, აფფ კიდევ ერთ ტურნირს ჩაატარებს. ეს გათამაშება, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას სახელობის იქნება და მასში 2008-2009 წლებში დაბადებული ბავშვთა გუნდები იასპარეზებენ.

სრულად ნახვა
დინამო უკვე ჩემპიონია (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 29.10.2018

უკვე შეგვიძლია თამამად მივულოცოთ, დინამო (თბილისი) ჟიული შარტავას სახელობის თასის მფლობელია. ამ ტურნირის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი (გადადებული მატჩების გარდა), მაგრამ "დინამომ" 14 მატჩიდან 14-ივე მოიგო და ქულათა ამ მარაგით, ამ გუნდს თეორიულადაც ვეღარავინ დაეწევა.

სრულად ნახვა
მეორე უკვე მუხრანი-წილკანია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 29.10.2018

დიახ, მეორე ადგილზე უკვე "მუხრანი-წილკანია", რომელმაც ბოლოს უპირობო აუტსაიდერი "გორარხი" შინ დაამარცხა და 36 ქულა მოაგროვა. ეს გუნდი მდევარს 3-ქულიანი ფორით უსწრებს. მდევარი კი გურჯაანის "ალაზანია", რომელმაც გადადებული მატჩი მოიგო და ამ ტურის შეხვედრაში ფრის ნაცვლად რომ მოეგო, მუხრანელებზე მხოლოდ 1 ქულით ნაკლები ექნებოდა, მაგრამ...

სრულად ნახვა
 
web-style.ge