მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მესამეს ბოლო ტური გადაწყვეტს (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 09.12.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, დასასრულს უახლოვდება. ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა და ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია - "გარდაბანი" ჩემპიონია, წილკამის "მუხრანი' კი ვიცე-ჩემპიონი.

სრულად ნახვა
დინამო, აფხაზეთი, ალგეთი (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 03.12.2018

აფხაზეთის ღია ჩემპიონატის, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, მაგრამ საპრიზო სამეული უკვე გამოვლენილია. "დინამო თბილისს" ჩემპიონობსას ვერავინ შეეცილება, "აფხაზეთ" უკვე ვიცე-ჩემპიონია, ხოლო მარნეულის "ალგეთს" მე-3 ადგილს ვერავინ შეეცილება.

სრულად ნახვა
გარდაბანი ნაადრევად გაჩემპიონდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 03.12.2018

გარდაბანი

კიდევ 2 ტური და ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის 2018 წლის გათამაშება, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ისტორიის კუთვნილება გახდება. ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "გარდაბანმა" ჩემპიონობა უკვე გაინაღდა. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია თუ რომელი გუნდები გავლენ მეორე და მესამე ადგილზე.

სრულად ნახვა
რუსთავი-1 ჩემპიონია! (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 03.12.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინრე ტურნირებიდან კიდევ ერთი, გიგა ნორაკიძის სახელობისთასის გათამაშება დასრულდა, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობდნენ. ამ ტურნირის ჩემპიონი "რუსთავი-1" გახდა, რომელმაც დასკვნით მატჩში სტუმრად მინიმალურად იმარჯვა.

სრულად ნახვა
დინამო თბილისის აკადემია პირველია! (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 27.11.2018

აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დღეს, ფინალური მატჩით დასრულდა, ტურნირის ფინალში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, საქათველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბუთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა, "დინამო თბილისის" აკადემიისა და "ნორჩი დინამოს" პატარები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

სრულად ნახვა
მესამე ლომებისაა (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 26.11.2018

დღეს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე სტადიონ "ედელვაისზე", აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშების ბოლოსწინა მატჩ შედგა. მე-3 ადგილისთვის მატჩში დედაქალაქური გუნდები, "ლომები" და იბერია 2010" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

სრულად ნახვა
პირველი თითქმის გარკვეულია, მეორე ბუნდოვანი (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 26.11.2018

კიდევ 6 ქულა და "დინამო თბილისი", რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს და 19 მატჩიდან 19-ივე მოიგო ჩემპიონობას იზეიმებს. მეორე ადგილისათვის ბრძოლაში კი "აფხაზეთს" ჯერჯერობით, მხოლოდ მარნეულის "ალგეთი" ეცილება, რომელიც ამჟამად მე-3 ადგილზეა.

სრულად ნახვა
გარდაბანი ჩემპიონობას მიუახლოვდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) 26.11.2018

"გარდაბანმა" შინ "რუსთავს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ჩემპიონობას მიახლოვდა. დარჩენილ 4 მატჩში "გარდაბანს" კიდევ 2 ქულა სჭირდება და უკვე ჩემპიონია. მეორე და მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი გაცილებით რთული და არაპროგნოზირებადია. ამ ტურის წოინ მე-3 ადგილზე ერთბაშად 3 გუნდი იყო, მაგრამ "რუსთავის" მარცხის შემდეგ ტრიო დუეტად გარდაიქმნა, რომელსაც გურჯაანის "ალაზანი" და "ასმც WINNERS"-ი შეადგენენ.

სრულად ნახვა
ალგეთი, რუსთავი, ლიახვი (ბასა ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) 26.11.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ერთ-ერთი, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება, რომელშიც 2005 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, დასრულდა. ამ ტურნირის ჩემპიონი მარნეულის "ალგეთი" გახდა, რომელმაც დასკვნითი ტურის გარდა, გადადებული მატჩიც მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.

სრულად ნახვა
ალგეთმა შეძლო, იბერიელებმა ვერა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 26.11.2018

ცხრილის ლიდერმა მარნეულიოს "ალგეთმა" ამ ტურის გარდა, გადადებული მატჩიც მოიგო და 4-ქულიანი ფორა შეიქმნა. მეორეზე გურჯაანის "ალაზანი" დარჩა, მესამე საფეხურზე მყოფ "იბერია 2010"-ს შეეძლო გურჯაანელებთან მხოლოდ 1-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონოდა, მაგრამ...

სრულად ნახვა
 
web-style.ge