მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



დღეს, 13 მაისია! ქართული ფეხბურთის ტრიუმფიდან 38 წელი გასულა 13.05.2019

დღეს 13 მაისია, არა მარტო ფეხბურთის ქართველი ქომაგისათვის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ღირსახსოვარი თარიღი. თარიღი, რომელიც ახალ და მომავალ თაობებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. ყველა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ 1981 წლის 13 მაისი, არა მარტო ქართული ფეხბურთის, არამედ ქართული სულის ზეობის დღე იყო. ახალი და მომავალი თაობებისთვის ორიოდე სიტყვით ამ დიდ მოვლენაზე გავამახვილებთ ყურადღებას...

სრულად ნახვა
წვიმას გოლების წვიმა მოჰყვა 07.05.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2019 წლის სეზონში მიმდინარე ასაკობრივი ტურნირების მე-3 ტურის მატჩებსაც წვიმა დაემუქრა და ამის გამო ათზე მეტი თამაში გადაიდო. თუმცა, 16 შეხვედრა ჩატარდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ წვიმას, ამ მატჩებში გოლების წვიმა მოჰყვა...

სრულად ნახვა
გილოცავთ გიორგობას! 06.05.2019

ფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
ქრისტე აღდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 28.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრისტეს აღდგომის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
აღმასკომმა ბიუჯეტი დაამტკიცა 26.04.2019

დღეს, 26 აპრილს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალ ოფისში აღმასკომის სხდომა გაიმართა, როელსაც აღმასკომის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. აღმასკომმა გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სრულად ნახვა
სამძიმარი! 30.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ტურნირში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელები

მწუხარებას გამოთქვამენ

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის

თენგიზ გეგუჩაძის

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს

სრულად ნახვა
სამძიმარი 27.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს, აფხაზეთის სპორტული მომზადების

ცენტრის დირექტორის მოადგილის, ყოფილი სპორტსმენის

გოდერძი შურღაიას

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს

სრულად ნახვა
ძლიერმა წვიმამ მხოლოდ 9 თამაში დაუშვა 22.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ახალი სეზონი წინა შაბათ-კვირას (13-14 აპრილი) დაიწყო. გასულ უქმეებზე კი სათამაშო კალენდრის მიხედვით 5 სხვადასხვა ასაკობრივ გათამაშებაში, მე-2 ტურის მატჩები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ძლიერმა წვიმამ თითქმის ყველა თამაში გადადო. თითქმის იმიტომ, რომ 5 გათამაშებიდან, მხოლოდ 9 მატჩი ჩატარდა.

სრულად ნახვა
7:1, თანაც ორჯერ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის) 15.04.2019

13 გუნდიდან ექვსი დამარცხდა და ექვსმა იმარჯვა. მოგებული ექვსეულიდან ორმა გუნდმა, გურჯაანის "ალაზანმა" და თბილისის "მერანმა" ერთნაირი ანგარიშით, 7:1 იმარჯვეს... ეს და სხვა ამბები მოხდა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
რუსთავი კვარტეტში პირველია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 15.04.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებში, სხვა გათამაშებების მსგავსად ერთბაშად 4 ლიდერი ჰყავს ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატსაც, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურნირშიც 8:2-ის მომგები გუნდი, ამჯერად "რუსთავი" ლიდერობს. 5 თამაშიდან დრედ მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა...

სრულად ნახვა
 
web-style.ge