მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მუხრანი სამეულში აღზევდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

მუხრანი-წილკანმა სტუმრად "გორს" სძლია და მოწინავე სამეულში მე-2 ადგილზე აღზევდა. მოწინავე ტრიოდან "გლდანი 2018" მე-4 საფეხურზე დაეშვა, გურჯაანის "ალაზანმა" მცირედი ნახტომი გააკეთა და მეშვიდედან მეხუთე აგდილზე აინაცვლა. ეს და სხვა ცვლილებები განაპირობა ასაკობრივი ტურნირებიდან ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშების მერვე ტურმა.

სრულად ნახვა
მესამე უკვე ალგეთია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

მხოლოდ ერთი ცვლილება განაპირობა ამ უქმეებზე ჩატარებულმა მე-8 ტურის მატჩებმა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ცვლილება კი ისაა, რომ მოწინავე სამეულის მესამე ადგილი "მცხეთას" ნაცვლად მარნეულის "ალგეთმა" დაიკავა.

სრულად ნახვა
ახალი ლიდერი - იბერია 2010 (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

ლიდერს ტურში დატოვება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა - კასპის "განთიადმა" პირველი ადგილი თბილისის "იბერია 2010"-ს დაუთმო, მაგრამ, ახალ ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მე-3 საფეხურზე კი "ნორჩი დინამო" აღზევდა. 

სრულად ნახვა
კასპელები ერთპიროვნულად გალიდერდნენ (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

ცვლილებები მოწინავე სამეულშიცაა. ცხრილის ლიდერი ამჯერად უკვე ერთპიროვნულად გახდა კასპის "განთიადი 2007", მეოე ადგილზე კი ორხელისუფლებიანობაა. მეორე საფეხურს "მუხრანი" და "ალგეთი 2007" იყოფენ. მე-4-ეზე ისევ "გარდაბანია"... "მცხეთამ" კი ნახტომი გააკეთა და მე-9 საფეხურიდან მე-6-ეზე აღზევდა.

სრულად ნახვა
მდევრები ფრეზე გაიყარნენ (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის) 09.06.2019

მდევრები ფრეზე გაიყარნენ და დაკარგული ქულების გამო, ლიდერთან ახლა 3-ის ნაცვლად 5-ქულიანი ჩამორჩენა აქვთ. ამასობაში ხაშურის "ივერიამ" ხაშურულ დერბიში იმარჯვა და მე-4 ადგილზე მყოფი ეს გუნდი ახლა 4 ქულით ჩამნორჩება სამეულს...

სრულად ნახვა
გენო ზარიას თასი კვლავ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა მოიგო 07.06.2019

5 ივნისს დაიწყო და დღეს, 7 ივნისს დასრულდა, სპორტის ოსტატის, გენო ზარიას ხსოვნის ტურნირი, რომელშიც აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების 6 გუნდი მონაწილეობდა. გათამაშების ორგანიზატორები აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური გახლდათ.

სრულად ნახვა
გილოცავთ ამაღლებას! 06.06.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

სრულიად საქართველოს ულოცავს

ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს.

ამაღლების მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
სამძიმარი! 04.06.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს, გორის

ბავშვთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის

იური ცხოვრებოვის

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს!

სრულად ნახვა
ტური კვარტეტს არ შეხებია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის) 05.06.2019

მოწინავე ხუთეული უცვლელადაა, მცირედი ნახტომით კი თბილისის "მერანი" მეექვსედან მეხუთეზე აღზევდა. ასევე დაწინაურდა "გორი". გურჯაანის "ალაზანი" და "რუსთავი 2004" კი ცხრილში ქვემოთ დაეშვნე. ეს და სხვა ამბები მოხდა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
მცხეთის ნახტომი სამეულში (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 03.06.2019

ორი მატჩის (მათ შორის ერთი გადადებული თამაშის) ზედიზედ მოგებით, "მცხეთამ" დიდი ნახტომი გააკეთა და სამეულში შევიდა. მარნეულის "ალგეთი" დაქვეითდა, "გაგრა" კი მეორე ადგილზე აღზევდა... ეს და სხვა ამბები მოხდა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
 
web-style.ge