|
გილოცავთ გიორგობას! |
06.05.2019 |
 აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
სრულიად საქართველოს ულოცავს
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ! |
სრულად ნახვა |
ქრისტე აღდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! |
28.04.2019 |

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
სრულიად საქართველოს ულოცავს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
ქრისტეს აღდგომის მადლი გფარავდეთ! |
სრულად ნახვა |
აღმასკომმა ბიუჯეტი დაამტკიცა |
26.04.2019 |

დღეს, 26 აპრილს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალ ოფისში აღმასკომის სხდომა გაიმართა, როელსაც აღმასკომის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. აღმასკომმა გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. |
სრულად ნახვა |

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ტურნირში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელები
მწუხარებას გამოთქვამენ
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის
თენგიზ გეგუჩაძის
გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს |
სრულად ნახვა |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
მწუხარებას გამოთქვამს, აფხაზეთის სპორტული მომზადების
ცენტრის დირექტორის მოადგილის, ყოფილი სპორტსმენის
გოდერძი შურღაიას
გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს |
სრულად ნახვა |
ძლიერმა წვიმამ მხოლოდ 9 თამაში დაუშვა |
22.04.2019 |

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ახალი სეზონი წინა შაბათ-კვირას (13-14 აპრილი) დაიწყო. გასულ უქმეებზე კი სათამაშო კალენდრის მიხედვით 5 სხვადასხვა ასაკობრივ გათამაშებაში, მე-2 ტურის მატჩები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ძლიერმა წვიმამ თითქმის ყველა თამაში გადადო. თითქმის იმიტომ, რომ 5 გათამაშებიდან, მხოლოდ 9 მატჩი ჩატარდა. |
სრულად ნახვა |
7:1, თანაც ორჯერ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის) |
15.04.2019 |

13 გუნდიდან ექვსი დამარცხდა და ექვსმა იმარჯვა. მოგებული ექვსეულიდან ორმა გუნდმა, გურჯაანის "ალაზანმა" და თბილისის "მერანმა" ერთნაირი ანგარიშით, 7:1 იმარჯვეს... ეს და სხვა ამბები მოხდა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. |
სრულად ნახვა |
რუსთავი კვარტეტში პირველია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) |
15.04.2019 |

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებში, სხვა გათამაშებების მსგავსად ერთბაშად 4 ლიდერი ჰყავს ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატსაც, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურნირშიც 8:2-ის მომგები გუნდი, ამჯერად "რუსთავი" ლიდერობს. 5 თამაშიდან დრედ მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა... |
სრულად ნახვა |
როცა ლომები ლომობენ (ძიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) |
15.04.2019 |

ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ "ლომებმა" სახელის შესაბამისად დაიწყეს. ამ გუნდმა სტარტზე ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა. ფრედ და მით უმეტეს უგოლოდ არცერთი მატჩი არ დასრულებულა. პირველ ტურში ოთხმა გუნდმა იმარჯვა და ცხრილის სათავეშიც გამარჯვებულთა კვარტეტია. |
სრულად ნახვა |
7 მოგებული და 7 წაგებული (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) |
15.04.2019 |

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები გამოდიან, პირველი ტურის 7 მატჩიდან ფრედ არცერთი არ დასრულებულა. ამ გათამაშებას სასტარტო ტურის შემდეგ 7 მოგებული და 7 წაგებული ჰყავს. შესაბამისად, 7 ლიდერს 3-3 ქულა აქვს, მაგრამ მატში "მცხეთა" ლიდერობს. მცხეთელებმა სტარტზე მეტოქე ყველაზე დიდი ანგარიშით, 8:0 დაამარცხეს და ცხრილის სათავეში ყოფნაც დაიმსახურეს. |
სრულად ნახვა |
|