მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გილოცავთ გიორგობას! 06.05.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გილოცავთ გიორგობას! გფარავდეთ და გეწეოდეთ დღევანდელი დღის მადლი!

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მდებარეობას იცვლის! 04.05.2022

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია დროებით წყვეტს მუშაობას და განაახლებს ორშაბათს, ახალ მისამართზე, ახალ ოფისში. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ვებ-გვერდს ან ჩვენს Facebook გვერდს ახალი ინფორმაციის მისაღებად!

მემორანდუმი გაფორმებულია, თანამშრომლობა დაიწყო! 05.04.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთისთვის მომავალი თაობებისთვის აღზრდის საქმეში, ეს დღე მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს, 5 აპრილს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ცენტრალური ტელევიზია CTV-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამისად, ცენტრალური ტელევიზია CTV, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მედია პარტნიორი გახდა.

სრულად ნახვა
გრანდიოზული სიურპრიზი მომავალ თაობებს: აპრილიდან აფხაზეთის ჩემპიონ ლიგა ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემა 17.03.2022

დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ მომავალ თაობებს გრანდიოზულ სიურპრიზს უმზადებს და ეს ჩანაფიქრი რამდენიმე დღეში განხორიელდება. მოკლედ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2022 წლის სეზონის ბავშვთა და მოზარდთა გათამაშებების მატჩები ტელევიზიით იქნება ნაჩვენები. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ამ ჩანაფიქრის რეალიზაციისათვის და ტექნიკური საკითხებისათვის, რამდენიმე დღეა საჭირო.

სრულად ნახვა
გურამ გაბისკირია 75 წლის გახდებოდა... 02.03.2022

დღეს, 2 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ყოფილი ფეხბურთელის, ყოფილი მსაჯის, სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას დაბადების დღეა. ეს ბუმბერაზი ქართველი, დღეს 75 წლის გახდებოდა...

სრულად ნახვა
სიურპრიზები გუნდებს: 10 ასაკობრივი ჩემპიონ ლიგა მისაღები ფინანსებით, 6 საფეხბურთო ფესტივალი, მატჩების ტელერეპორტაჟები, ტელემიმოხილვები... 21.02.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და გენერალური მდივანი ლევან კვარაცხელია,  ბავშვთა საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიის მესვეურებს შეხვდნენ და 2022 წლის სამოქმედო პროგრამა გააცნეს, რომელიც არაერთ სიურპრიზსა მოიცავს. შეხვედრას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა, ბავშვთა ფეხბურთის რეგიონული განვითარების ფეხბურთის კოორდინატორი მამუკა ელიკაშვილი დაესწრო. ახალი სეზონის პროგრამა დამსწრეთ, საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა მენეჯერმა ანა ელიკაშვილმა წარადგინა.

სრულად ნახვა
ახალი სეზონის პროგრამის პრეზენტაცია 21 თებერვალს გაიმართება 17.02.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, ახალი 2022 წლის საფეხბურთო სეზონს იწყებს. გასული წლისგან განსხვავებით, ახალი სეზონი უფრო მასშტაბურად, გრანდიოზულად ჩატარდება და ამის დასტურია ისიც, რომ სეზონის დაწყებამდე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, მონაწილე გუნდებს, ახალ პროგრამას წარუდგენს...

მაშ ასე, 2005-2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში დაბადებულ ბავშვთა, მოზარდთა და ჭაბუკთა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებსა და მესვეურებს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალი სეზონის პროგრამის პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ. პროგრამის პრეზენტაცია, ორშაბათს, 21 თებერვალს, ქალაქ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი ლოკომოტივის) სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 13 საათზე გაიმართება. ამ ახალი სეზონის პროგრამიდან, ყველა დარწმუნდება თუ რა პლუსები ექნება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2022 წლის ჩემპიონატებში თქვენი ასაკობრივი გუნდების მონაწილეობას და რით იქნება ახალი სეზონი განსხვავებული და გრანდიოზული.

სრულად ნახვა
ქართულ ფეხბურთს ილია დათუნაიშვილი გამოაკლდა 11.02.2022

ქართული ფეხბურთს, პირველი "ოქროს თაობის", კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა, ილია დათუნაიშვილი. ამ გვარ-სახელის ხსენებით ყველაფერი ნათქვამია, აღარ გვყავს 1964 წლის 18 ნოემბრის ტაშკენტური ფინალის გმირი, ვინაც მოსკოვის "ტორპედოს" მიერ გატანილი ბურთი, კუთხურიდან ჩახვეული ულამაზესი გოლით გაქვითა და თამაში დამატებით დროში გადაზარდა. ოვერტაიმში ილია დათუნაიშვილმა ერთი კიდევ ბურთი გაიტანა, თითო კი მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს... თბილისის "დინამომ" მოსკოვის "ტორპედოს" 4:1 სძლია და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი...

სრულად ნახვა
გვახსოვდეს ლეგენდები: ვიტალი დარასელია 65 წლის გახდებოდა... 09.01.2022

ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დღემდე ყველაზე დიდი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის ფინალში, გადამწყვეტი გოლი ავტორი ვიტალი დარასელია დღეს 65 წლის გახდებოდა... სამწუხაროა, რომ წარსულში გვიწევს მისი ხსენება. 1982 წლის 13 დეკემბრის სუსხიან დღეს მომხდარმა ტრაგიკულმა ავტოკატასტროფამ, ნაადრევად შეწყვიტა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ვიტალი დარასელიას სიცოცხლე. მან მხოლოდ მეოთხედი საუკუნე იცხოვრა, მაგრამ ბევრი მოასწრო... და ბევრის მოსწრება ვერ შეძლო...

სრულად ნახვა
ქრისტეშობას გილოცავთ! 07.01.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

ყველა აფხაზეთელს, სრულიად საქართველოს ულოცავს

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
 
web-style.ge