მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მწვრთნელთა საყურადღებოდ! 23.09.2023

მატჩების თარიღის ცვლილებებთან დაკავშირებით 23-29 სექტემბერს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამუკა ელიკაშვილს Whatsapp-ზე ან დაურეკოთ გურამ ჩიგოგიძეს მითითებულ ნომერზე 577 17 04 44. 

მონაწილე გუნდების საყურადღებოდ! 16.08.2023

შეგახსენებთ, რომ რეგიონალური "ბ" ლიგის სათამაშო კალენდარი უკვე შედგენილია და განთავსებულია ჩვენს გვერდზე.

გთხოვთ გადახედოთ და ჩაინიშნოთ პირველი ტურის მატჩები. 

რაც შეეხება ჩემპიონ ლიგის გათამაშებას, ასევე შედგენილია სათამაშო გრაფიკი, მიმდინარეობს ვებ გვერდის რედაქტირება და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ კალენდარს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! 25.05.2023

105 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან! 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო და 1991 წლიდან აღინიშნება საქართველოს ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა გილოცავთ ყველა თანამოქალაქეს დღევანდელ დღეს!

გიორგობას გილოცავთ! 06.05.2023

სიახლე! 18.04.2023

მწვრთნელთა საყურადღებოდ!

"ჩემპიონ ლიგა" 2008 წლიდან 2010 წლის ჩათვლით კალენდარში დაემატა სათამაშო განრიგები. 

გთხოვთ გადახედოთ მომდევნო მატჩებს!

პატივისცემით,

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

ქრისტე აღდგა! 15.04.2023

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ფარავდეს უფალი თქვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს! 

მონაწილეთა საყურადღებოდ! 25.03.2023

მოგახსენებთ, რომ "ჩემპიონ ლიგის" კატეგორიაში განთავსდა მომდევნო მატჩების სრული კალენდარი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით!

გთხოვთ გადახედოთ და ჩაინიშნოთ მატჩები თარიღების მიხედვით.

შესაძლებელია კალენდრების გაგზავნა ელ. ფოსტის მეშვეობით, ასევე შეგიძლიათ მიაკითხოთ ფედერაციის ოფისს დროებით მისამართზე ვაკე, ყიფშიძის 7ა.  

გისურვებთ წარმატებებს!

სასიამოვნო სიახლე! 13.03.2023

ვებ. გვერდი სრულად არის აყვანილი კონტროლზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დაწყებულია გამოძიება.

დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, შესაბამისად საიტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მომავალში!

დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ მწვრთნელებს და ბავშვებს აქტიურობისთვის და გვერდში დგომისთვის! 

პატივისცემით,

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა

მტრების საყურადღებოდ! 13.03.2023

თქვენი IP მისამართი გადაცემული იქნება შესაბამის სამსახურზე და აგებთ პასუხს ჩადენილზე. 

ნუ ცდილობთ შეუშალოთ ხელი ფეხბურთის განვითარებას პრიმიტიული გზით!

 

ჩემპიონატებში მონაწილეთა საყურადღებოდ! 04.03.2023

 

რეგიონალური "ბ" ლიგისა და "ჩემპიონ ლიგის" 2023 წლის გათამაშება 9-10 მარტს აიღებს სტარტს! 

გთხოვთ გადაამოწმოთ "ჩემპიონ ლიგის" განყოფილებაში განთავსებული მონაწილეთა გუნდების ვინაობა, თამაშების განრიგები და სატურნირო მდგომარეობა! 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას გიხდით მინაწილეობის მიღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

 
web-style.ge