მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მნიშვნელოვანი ინფორმაცია! 20.03.2024

უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს!

15 მარტს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

მომხსენებელი გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, ხოლო თანამომხსენებელი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების კოორდინატორი მამუკა ელიკაშვილი. 

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, სპორტის ამ სახეობის დამსახურებული წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რომლებიც დღესაც, დევნილობაში ზრუნავენ ფეხბურთის განვითარებაზე, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების აღზრდაზე!

 

 

მამუკა ელიკაშვილმა ისაუბრა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე, პრიორიტეტებზე,  როგორიცაა ინფორმაციის დროული მიწოდება, იმ შეთავაზებებზე რომელსაც აფხაზეთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების მიმართ აკეთებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების განყოფილების საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე.

დაისვა შეკითხვები და გაიმართა დისკუსია. აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ,  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ მჟავიამ, დეპუტატმა  ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.


 

ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა და საპატიო და მადლობის სიგელები გადასცა მოწვეულ სტუმრებს. ისაუბრა მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილ წვლილზე!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

გრიგოლ ცაავა - თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 

ბონდო კაკუბავა - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 

მამუკა ელიკაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების კოორდინატორი. 

დავით ჩხეტია - ვეტერანი ფეხბურთელი. 

გელა ინალიშვილი - ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი.

 

მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:

სოსო მალანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 

ნუგზარ ბოჯგუა - ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი. 

თემურ ეთერია - ოჩამჩირის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 

ლევან კვარაცხელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.

ყურადღება! 06.03.2024
მწვრთნელთა საყურადღებოდ!
თამაშების განრიგის ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ მამუკა ელიკაშვილს ყოველდღე 11:00 საათიდან 13:00 საათამდე!
საბუთების მიღებასთან დაკავშირებით დაუკავშირდით ბატონ ლევან კვარაცხელიას!
ლიბრას ლიგა! 06.03.2024
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასა და წიგნის მაღაზიათა ქსელ "ლიბრას" შორის თანამშრომლობა გრძელდება!

2023 წლის, "ლიბრას თასის" წარმატებით ჩატარების შემდეგ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის U16 და U15 ჩემპიონატების გენერალური სპონსორი კვლავ გახდება "ლიბრა". გარდა ამისა, 2024 წლის ბოლოს, ამ ჩემპიონატებში წარმოდგენილ მოასპარეზე 8 გუნდს შორის გათამაშდება, ტრადიციულად ქცეული, "ლიბრას თასი 2024".
2024 წლის "ლიბრას ლიგაზე" იგეგმება სიახლეები.
მეოთხედფინალური, ნახევარფინალურისა და ფინალური თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია (U15)
გამორჩეული და ლიდერთა თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია (U16)
დაჯილდოება ფასიანი და წამახალისებელი, სიმბოლური პრიზებით გაიმართება.
"ლიბრას ლიგის" ფინალისტები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრასგან" დამატებითი პრიზებით.
წარმატებას ვუსურვებთ მოასპარეზე გუნდებს!
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, მომავალშიც, ერთობლივად გააგრძელებენ ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერას!

 

მწვრთნელთა საყურადღებოდ! 02.03.2024
ჩემპიონ ლიგის პირველი მატჩი 5 მარტს გაიმართება! ✅⚽️
გთხოვთ გადახედოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ სათამაშო განრიგებს და ამოიწეროთ პირველი მატჩები.
მწვრთნელთა საყურადღებოდ!
გუნდებს, რომლებსაც არ ექნებათ სათამაშო ბარათები პირველი ტურის დასრულებამდე, ჩატარებულ თამაშებში დაგიფიქსირდებათ ტექნიკური წაგება 0-3. ❗️
ამიტომ, გთხოვთ დროულად წარადგინოთ გუნდის სრული განაცხადი და მოთამაშეთა ბარათები!
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გისურვებთ წარმატებებს! 

საბუთების მიღება იწყება! 31.01.2024

როგორც იცით, 30 იანვარს შეწყდა 2024 წლის სეზონზე მოასპარეზე გუნდების რეგისტრაცია!

გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილისთვის, მართლაც, წელს გუნდების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ჩემპიონ ლიგა" თქვენთვის ფავორიტი ჩემპიონატია.

გუნდების სია შეგიძლიათ იხილოთ „ჩემპიონ ლიგის" კატეგორიაში, ასაკების მიხედვით.

ჩემპიონატი სტარტს აიღებს 6 მარტს!

1 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს საბუთების მიღება. რამდენიმე დღეში მოხდება გუნდების დაყოფა ჯგუფებად, შესაბამისად თქვენთვის გახდება ცნობილი რომელი გუნდი რომელ ჯგუფში იასპარეზებს. 

გთხოვთ დროულად მოგვაწოდოთ სათამაშო დროები და დღეები სათამაშო კალენდრის შესადგენად! 

სიახლე! 13.01.2024

მოგილოცავთ ყველას ახალ 2024 წელს!

როგორც უკვე ჩვენს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, 11 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს გუნდების რეგისტრაცია ჩემპიონ ლიგის 2024 წლის ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად!

2024 წლის გეგმა ასეთია:
⚽️ ჩემპიონ ლიგა U 19
⚽️ ჩემპიონ ლიგა 2008-2016 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართება!
     
გუნდებს გთხოვთ რეგისტრაციისთვის დაუკავშირდეთ ბატონ მამუკა ელიკაშვილს, ნომერზე
577 17 04 04 
 ჩვენს ვებ გვერდზე ეტაპობრივად განთავსდება იმ გუნდების სია, რომლებიც გამოთქვამენ ჩემპიონატში მიღების სურვილს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გილოცავთ დამდეგს! 30.12.2023

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! 22.12.2023

დღეს, 22 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის რიგით მეექვსე საპრეზიდენტო საარჩევნო ყრილობა, სადაც ხმათა მაქსიმალური რაოდენობით გაიმარჯვა ბატონმა სოსო მალანიამ!
შეხვედრაზე ბატონმა სოსომ შეაჯამა გასული წელი და გუნდის მუშაობის შედეგები მოახსენა დამსწრე საზოგადოებას.
პრეზიდენტმა გაიხსენა პანდემიის რთული პერიოდიც, რამაც საკმაოდ დააზარალა ქართული ფეხბურთი, თუმცა ძლიერი გუნდის წყალობით
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ სწრაფად მოახერხა რთული მდგომარეობიდან გამოსვლა და დაიწყო სიახლეების დანერგვა.

რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენს წარმატებაში. გვერდში დგომისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით მათ - განაცხადა ბატონმა სოსომ.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზეც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უამრავ სიახლეს და სიურპრიზს პირდება ბავშვებს და საფეხბურთო სკოლებს მომავალში. მისი მიზანია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ კვალი დატოვოს და თავისი სიტყვა თქვას ქართული ფეხბურთის ისტორიაში! და ბოლოს… როგორც ბატონმა სოსომ აღნიშნა, ბევრი ხვიჩა კვარაცხელია გვინდა აღვუზარდოთ საქართველოს! ❤️
„ჩემპიონ ლიგა"-2023 დასრულდა! 11.12.2023

 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოთხშაბათს, 20 დეკემბერს, 13:30 საათზე მცხეთის ცენტრალურ სტადიონზე გამართა „ჩემპიონ ლიგა" 2023 ის ფინალური შეხვედრა 2008 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის!

ავაზა   Vs   თ.ს.აკადემია

ფინალური შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა, გუნდები კარგად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ თამაში თ.ს.აკადემიას გამარჯვებით, ანგარიშით 1 - 0 დამთავრდა!

მატჩის შემდგომ გაიმართა „ჩემპიონ ლიგის" ყველა ასაკის პრიზიორი გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

ფინალური მატჩის და გუნდების დაჯილდოების ცერემონიალის ხილვა შესაძლებელი იყო LIVE რეჟიმში.

ვიდეო ასევე განთავსებულია ჩვენს FACEBOOK გვერდზე. 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!

გურამ გაბისკირიას თასი 2023! 05.12.2023

           საქართველოს ეროვნული გმირის,  გურამ გაბისკირიას სახელობის თასის მფლობელი ავაზა გახდა!

 

  

სრულად ნახვა
 
web-style.ge