
19 დეკემბერს გამოვავლინეთ გამარჯვებული გუნდები, დავაწესეთ პრიზები ნომინაციებისთვის, დავაჯილდოვეთ ფეხბურთელები კუთვნილი თასებით და ფასიანი საჩუქრებით!





თუმცა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ და წიგნის მაღაზიათა ქსელმა “ლიბრა” არ დატოვა უსაჩუქროდ ის გუნდები, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ და მათთვის შევქმენით “აფხაზეთის” და “ლიბრას” თასი. 



როგორც იცით გათამაშებების პარალელურად მიმდინარეობდა “აფხაზეთის თასი” 2011 წლებში დაბადებული მოზარდებისთვის და “ლიბრას თასი” 2009 წელს დაბადებულთათვის! 

ორშაბათს, 23 დეკემბერს გაიმართა 2 ფინალური შეხვედრა და გამოვლინდნენ თასის მფლობელი გუნდები:
“აფხაზეთის თასი” 2011-ის გამარჯვებული გახდა ამერი, რომელმაც მეტოქე გრანდი-2011 დაამარცხა ანგარიშით 6-1. 



“ლიბრას თასი” 2009-ის მფლობელია თ.ს. აკადემია, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა თბილისის ინტერი ანგარიშით 2-1. 



აფფ მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის! 




