„ლიბრას თასი” – 2024!

🏆“ლიბრას თასის” ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დიღმის საფეხბურთო სკოლა და 35 საფეხბურთო სკოლა.

⚽️ მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, 35-ე სკოლის მოთამაშეებს შეეძლოთ და შანსიც ჰქონდათ გაეთანაბრებინათ ანგარიში ბოლო წუთებზე, თუმცა არაზუსტი დარტყმის გამო ეს მომენტი ვერ გამოიყენეს და სამწუხაროდ დამარცხდნენ ანგარიშით 2-1.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია დიდ მადლობას უხდის ფეხბურთელებს და მათ გულშემატკივრებს არაჩვეულებრივი სანახაობისთვის! 👏

❗️ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე 35 სკოლიდან გახდა ლუკა ავსაჯანიშვილი 👏🏃‍➡️ხოლო დიღმის საფეხბურთო სკოლიდან დასახელდა ლუკა წამალაშვილი 👏🏃🏻‍♂️ ორივე საუკეთესო მოთამაშეს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები წიგნის მაღაზიათა ქსელის “ლიბრა” დამფუძნებლისგან, ბატონ ზვიად სებისკვერაძისგან!

❗️აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად გამოავლინა წლის სამი საუკეთესო მსაჯი:

არბიტრი – გიორგი ჩხაიძე 👏

ასისტენტები – ალექსანდრე მაკალათია 👏 და ლევან ბუდაღაშვილი 👏

📚წიგნის მაღაზიათა ქსელის “ლიბრა” წარმომადგენელმა დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით! 👏❤️

უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ წიგნის მაღაზიათა ქსელს “ლიბრა” გაწეული შრომისთვის და გვერდში დგომისთვის, 👏ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, 👏 პირდაპირი ტრანსლაციისა და მატჩის პროფესიონალურად გახმოვანებისთვის ბატონ ოთო ბახუტაშვილს და მის გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა დღევანდელი დღის საუკეთესოდ ჩატარებაში! 📚📹🏆⚽️👏❤️