მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



4 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 04.11.2014

1904 - დაიბადა ანდრო ჟორდანია. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” სამჯერ მოიპოვა საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლები, ორჯერ იასპარეზა თასის ფინალში. აღზარდა ბრწყინვალე ფეხბურთელთა პლეადა. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება. “დინამოს” სათავეში 1945, 1946-47, 1955, 1959-61 წლებში ედგა. წვრთნიდა თბილისის “სპარტაკს” (გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა), ქუთაისის “ლოკომოტივს” და “ტორპედოს”, თბილისის “ლოკომოტივს”, ტყიბულის “მეშახტეს”. მოთამაშეობისას ასპარეზობდა თბილისის თსუ-სა და “დინამოში”, დნეპროპეტროვსკის “დინამოში”, ივანოვოს “დინამოსა” და “სპარტაკში”. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1889 - აშშ-ში დაარსდა ბეისბოლისტთა ლიგა, რომელიც ეროვნულ ლიგას გამოეყო და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება.

1904 - პირველად აშენდა სპეციალურად ამერიკული ფეხბურთისთვის განკუთვნილი სტადიონი (“ჰარვარდ სთედიუმი”).

1924 - აშშ-ის კალიფორნიის შტატში პროფესიული კრივი დააკანონეს. სპორტის ეს სახეობა კალიფორნიაში 1914 წელს აიკრძალა.

1939 - საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1940 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა ჰელსინკს მიანიჭეს. ოლიმპიადა მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა.

1951 - ინგლისური საფეხბურთო კლუბის “შეფილდ უენსდეის” სასეზონო დებიუტანტმა დერეკ დულმა, “ნოთს ქაუნთის” 5 გოლი გაუტანა.

1951 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთში, ზაბჟეს “გურნიკს” 4:0 მოუგო. გოლები ვარდიმიადიმ (2), კ. გაგნიძემ და ჭკუასელმა გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჭკუასელი, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, ჯოჯუა. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1972 - ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში “ლოს ანჯელეს კინგზმა” “ნიუ იორკ აილენდერზს” 45 წამის განმავლობაში, სამი შაიბა გაუტანა.

1978 - “ნიუ იორკ აილენდერზმა” ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, ზედიზედ მეთხუთმეტე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა.

1981 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების მოქმედმა მფლობელმა, თბილისის “დინამომ” ამავე ტურნირის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, საფრანგეთის “ბასტიას” 3:1 მოუგო (პირველი შეხვედრა კორსიკაზე 1:1 დასრულდა) და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველთაგან გოლები რამაზ შენგელიამ (2) და თენგიზ სულაქველიძემ გაიტანეს, “ბასტიას” ერთადერთი საპასუხო გოლი კი, გუნდის კამერუნელმა ფორვარდმა როჟე მილამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე (ჟვანია, ჩელებაძე), ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, კაკილაშვილი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1983 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ვაშინგტონ კეპიტალზმა” პირველად მოიპოვა გამარჯვება ოვერტაიმში. მან “ვანკუვერ კანაკსი” 5:4 დაამარცხა.

1987 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში, ბუქარესტის “ვიქტორიასთან” 0:0 ითამაშა (პირველი შეხვედრა რუმინეთში ქართველებმა 2:1 მოიგეს) და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, რევიშვილი, ცვეიბა, სულაქველიძე, კორღალიძე (აჯოევი), გურული (ფანცულაია), შენგელია. გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.

1987 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ NBA-ს 1988 წლიდან “შარლოტი” და “მაიამი”, ხოლო 1989-დან “მინეაპოლისი” და “ორლანდო” დაემატებოდნენ.

1988 - შარლოტის “კოლიზეუმში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა. “ჰორნეთსი” “კლივლენდ კავალიერსთან” 93:133 დამარცხდა.

1989 - “ორლანდო არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “მეჯიკმა” “ნიუ ჯერსი ნეთსთან” 106:111 წააგო.

1990 - ქალთა შორის ნიუ იორკის მეოცე მარათონული გარბენი ვანდა პანფილმა მოიგო (2:30.45).

1990 - მამაკაცთა შორის ნიუ იორკის ოცდამეერთე მარათონული გარბენი დუგლას ვაკიჰიუსიმ მოიგო (2:12.39).

1995 - სიეტლის “ქი არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “სუპერსონიკსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 103:89 მოუგო.

2004 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი გასვლითი შეხვედრა ჩაატარა. ნიუკასლის “სენტ ჯეიმს პარკზე”, გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილ გუნდს “ნიუკასლ იუნაიტედმა”, ჰოლანდიელი პატრიკ კლუივერტის ორი გოლის წყალობით, 2:0 სძლია.

2008 - არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობას დიეგო მარადონა შეუდგა, რომელმაც გუნდის კაპიტნად ხავიერ მასკერანო დანიშნა.

2012 - “ლივერპულის” კაპიტანმა, სტივი ჯერარდმა თავის მე-600 მატჩი ჩაატარა საყვარელი გუნდის შემადგენლობაში.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge