ორი ლიდერი უცვლელია, ვიტ ჯორჯია–2 სამეულშია! | 26.10.2014 |
საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატში, მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–8 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში საგრძნობი კორექტივები შეიტანა. სხვა თუ არაფერი, ლიდერი ტრიოს შემადგენლობა შეიცვალა. მოწინავე სამეულში ლიდერი ისევ "სართია", მეორეზე ისევ დაუმარცხებელი "ცხუმია"... აი, მესამე პოზიციაზე კი უკვე "ვიტ ჯორჯია–2"–ია, რომელმაც გალის "მზიურს" სძლია და ეს გუნდი დააქვეითა. გალელებს "გაგრა–2" დაწია, რომელმაც ამ ტურში დიდი ანგარიშით იმარჯვა. მე–8 ტური გოლების სიმრავლით გამორჩეული ნამდვილად არ იყო. თავად განსაჯეთ, სულ 7 შეხვედრაში 28 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში ზუსტად 4 გატანილი ბურთის ტოლფასია. საგულისხმოა ის, რომ 7 თამაშიდან ფრედ არცერთი არ დასრულებულა, 7 მატჩიდან მასპინძლებმა 2 თამაში მოიგეს, 5 შეხვედრაში კი სტუმრებმა იმარჯვეს. შესაბამისად, გოლებში უპირატესობა სტუმართა მხარესაა, მათზე 15 გოლი გადის, მასპინძლებზე კი 13 გატანილი ბურთია. ამ ტურის შედეგებს, სატურნირო ცხრილსა და მომდევნო ტურის ანონსს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ. საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი. მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. VIII ტური. 1. ცხუმი – აფხაზეთი – 8:0 2. სართი – ამირანი – 3:1 3. ვოიაჟი – ნორჩი დინამო – 1:2 4. კოლხი – გარდაბანი – 0:1 5. მზიური – ვიტ ჯორჯია – 0:2 6. ბახტრიონი – იბერია – 1:3 7. შავნაბადა – გაგრა–2 – 0:6 გარეჯი – ისვენებს მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–8 ტურის მონაცემებით
მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.
IX ტური. 29.10.2014. ოთხშაბათი. 1. ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი) – კოლხი (გულრიფში) 13:00 სთ. 2. აფხაზეთი (აფხაზეთი) – ბახტრიონი (ახმეტა) 14:00 სთ. 30.10.2014. ხუთშაბათი. 3. ნორჩი დინამო (თბილისი) – ცხუმი (სოხუმი) 11:00 სთ. 4. იბერია (თბილისი) – შავნაბადა (თელეთი) 13:00 სთ. 5. ამირანი (ოჩამჩირე) – მზიური (გალი) 13:30 სთ. 6. გარდაბანი (გარდაბანი) – ვოიაჟი (თბილისი) 15:00 სთ. 7. გარეჯი (საგარეჯო) – სართი (სართიჭალა) 15:00 სთ. გაგრა–2 (გაგრა) – ისვენებს
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |