უძლეველი ცხუმი სართის მიუახლოვდა | 16.10.2014 |
მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–7 ტურის მატჩები დასრულდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში საგრძნობი კორექტივები შეიტანა. თუ აქამდე ორი გუნდი იყო ამ გათამაშებაში დაუმარცხებელი, ახლა უძლეველი მხოლოდ ერთია – სოხუმის "ცხუმი". ცხრილის ლიდერმა სართიჭალის "სართიმ" პირველი მარცხი იწვნია. მართალია, ამ გუნდს ლიდერობა არ დაუკარგავს, მაგრამ დაუმარცხებელი "ცხუმი" ლიდერს მიუახლოვდა და ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მეორეზე "ცხუმია", მესამეზე კი გალის "მზიური". ეს ტური კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ თბილისის "ვოიაჟმა" რეკორდი დაამყარა. ამ გუნდმა "აფხაზეთს" სტუმრად 11–ბურთიანი სხვაობით სძლია. ბურთები ვახსენეთ და ეს ტური უხვგოლიანი გამოდგა. სულ 7 მატჩში 38 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5 გატანილ ბურთზე მეტის ტოლფასია. 7 მატჩიდან ფრედ არცერთი არ დასრულებულა, 5 თამაში მასპინძლებმა მოიგეს, ორი შეხვედრა კი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ამ შედეგების მიუხედავად სტუმრებმა მასპინძლებზე მეტი გოლი გაიტანეს, რაც "ვოიაჟის" რეკორდის დამსახურებაა. სტუმართა აქტივში 22 გოლია, მასპინძლებმა კი 16 ბურთი გაიტანეს. ამ ტურის მატჩების შედეგებს, სატურნირო ცხრილს და მომდევნო ტურის ანონსს ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ.
საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. VII ტური. 1. გაგრა–2 – ბახტრიონი – 3:1 2. იბერია – ცხუმი – 0:2 3. აფხაზეთი – ვოიაჟი – 1:12 4. ნორჩი დინამო – კოლხი – 4:3 5. გარდაბანი – მზიური – 3:1 6. ვიტ ჯორჯია–2 – სართი – 2:1 7. ამირანი – გარეჯი – 3:2 შავნაბადა – ისვენებს
მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–7 ტურის მონაცემებით
მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. VIII ტური. 21.10.2014. სამშაბათი. 1. ცხუმი (სოხუმი) – აფხაზეთი (აფხაზეთი) 11:00 სთ. 22.10.2014. ოთხშაბათი. 2. ვოიაჟი (თბილისი) – ნორჩი დინამო (თბილისი) 12:00 სთ. 3. სართი (სართიჭალა) – ამირანი (ოჩამჩირე) 15:00 სთ. 23.10.2014. ხუთშაბათი. 4. კოლხი (გულრიფში) – გარდაბანი (გარდაბანი) 14:00 სთ. 5. მზიური (გალი) – ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი) 15:00 სთ. 6. ბახტრიონი (ახმეტა) – იბერია (თბილისი) 15:00 სთ. 7. შავნაბადა (თელეთი) – გაგრა–2 (გაგრა) 15:00 სთ. გარეჯი (საგარეჯო) – ისვენებს
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |