სართი – აღმოსავლეთის თავ–სართია... | 20.09.2014. |
საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში (რომლის ორგანიზატორი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაა) მე–3 ტური დასრულდა და დროა შედეგები შევაჯამოთ... ამ გათამაშებაში უდანაკარდო ერთადერთი გუნდია, რომელიც სრულიად დამსახურებულად ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მოკლედ, სართიჭალის "სართი", აღმოსავლეთის თავ–სართია... რაც შეეხება მე–3 ტურის მატჩებს, ამ ტურში სოხუმის "ცუმმა"დაისვენა, თორემ ცხუმელებს რომ ეთამაშათ და თუნდაც მინიმალურად მოეგოთ, მაშინ ბურთების უკეთესი ბალანსის ხარჯზე, ცხრილის სათავეში სოხუმელთა გუნდი იქნებოდა. თუმცა, სართიჭალელები დამსახურებულად ლიდერობენ, რადგან მათ თბილისის "იბერიას" სტუმრად სძლიეს... მე–3 ტურში გოლების დეფიციტია ნამდვილად არ ყოფილა. 7 მატჩში 27 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში, თითქმის 4 გოლი ტოლფასია. 27 გოლიდან მასპინძლებზე მეტი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, სტუმართა გუნდებზე ჯამში 14 გოლია, მასპინძლებზე კი ერთი გატანილი ბურთით ნაკლები. 7 მატჩიდან უგოლოდ არცერთი თამაში არ დასრულებულა, 2 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, 2 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 3 შეხვედრაში კი სტუმრებმა იმარჯვეს. მესამე ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქცე გთავაზობთ:
საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი. მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. III ტური. 1. იბერია – სართი – 1:2 2. აფხაზეთი – გარეჯი – 1:4 3. ნორჩი დინამო – ამირანი – 6:2 4. გარდაბანი – ვიტ ჯორჯია–2 – 2:0 5. ბახტრიონი – ვოიაჟი – 0:3 6. შავნაბადა – კოლხი – 1:1 7. გაგრა–2 – მზიური – 2:2 ცხუმი – ისვენებს
მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–3 ტურის მონაცემებით
მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. IV ტური 23.09.2014. სამშაბათი. 1. ვოიაჟი – შავნაბადა – 13:30 სთ. 24.09.2014. ოთხშაბათი. 2. მზიური – იბერია – 12:00 სთ. 3. სართი – აფხაზეთი – 16:00 სთ. 4. გარეჯი – ნორჩი დინამო – 16:00 სთ. 5. ცხუმი – ბახტრიონი – 16:30 სთ. 25.09.2014. ხუთშაბათი. 6. კოლხი – გაგრა–2 – 15:00 სთ. 7. ამირანი – გარდაბანი – 14:00 სთ. ვიტ ჯორჯია–2 – ისვენებს |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |