დღეს 9 აპრილია... დღე ქართული სულის ზეობისა | 09.04.2014. |
დღეს, 9 აპრილია... დღე გლოვისა და დღე ქართული სულის ზეობისა. ეს ის დღეა, რომლის დამსახურებაცაა საქართველოს დღევანდელი დამოუკიდებლობა. გზა, რომელიც საქართველომ რთულად გაიარა, გზა, რომელიც 25 წლის წინ დაღუპული "აპრილის გმირების" სისხლზე გადის... ზუსტად 25 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია რუსმა სამხრედროებმა ორლესული ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით დაარბიეს, მაგრამ ვერ გატეხეს ქართველობა. ეს დღე, ქართული სულის ზეობის დღეა... ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტმა, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ოფიციალურად და საჯაროდ გამოაცხადა. მას მერე, საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს ყველა ქვეყანამ აღიარა. მასმერე საქართველო გახდა გაეთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო–ს) წევრი ქვეყანა და მსოფლიოში საჯაროდ, დამოუკიდებელ ქვეყნად დაფიქსირდა. დღეს, 2014 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23 წელი გავიდა. ერთიანი საქართველოს აღსსადგენად წინ კიდევ რთული გზა გველის, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა გავიაროთ. ოფალი და ღვთისმშობელი გვფარავდეს ამ გზაზე... |
უკან დაბრუნება |