თემურ ქეცბაია – 46 წლისაა! | 18.03.2014. |
დღეს, 18 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია 46 წლის გახდა... აფხაზეთის მკვიდრმა თემურ ქეცბაიამ მშობლიურ მხარეში, გალის "მიურში" დაიწყო საფეხბურთო კარიერა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვან ფეხბურთელად იქცა. "მზიურში" მისმა წარმატებულმა ასპარეზობამ, თემურ ქეცბაიას თბილისის "დინამოს" მაისურა მოარგო, საიდანაც მისი კარიერის აღმასვლა დაიწყო. "დინამოს" შემდეგ იყო კვიპროსული, ფამაგუსტას "ანორთოსისი", შემდეგ ათენის აეკ–ი, მერე კი პრემიერლიგის გრანდი, ინგლისური "ნიუკასლი", რომელიც ქეცბაიას როგორც ფეხბურთელის კარიერის პიკად მიიჩნევა. "ჯორდებში" 4–წლიანი ასპარეზობის შემდეგ ქეცბაიამ ბრიტანეთში გააგრძელა თამაში. ჯერ ინგლისურ "ვულვერჰემპტონში", შემდეგ კი შოტლანდიური "დანდი". მოთამაშის კარიერა კი კვიპროსულ "ანორთოსისში" დაასრულა, სადაც მოთამაშე–მწვრთნელი გახდა. მალევე თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი გახდა და ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ახალი, "ოქროს ისტორია" შეუქმნა. ფამაგუსტელთა კლუბის შემდეგ, ქეცბაია ბერძნულ გრანდს "ოლიმპიაკოსს" წვრთნიდა. 2009 წლიდან დღემდე თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იმ ნაკრებისა, რომლის მაისურით 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაიას ტიტულების ჩამონათვალი ასეთია:
მოთამაშის კარიერა საქართველოს ჩემპიონი – (3–ჯერ) – 1990, 1991, 1992 წლ. საქართველოს თასის მფლობელი (1–ჯერ) – 1992 საბერძნეთი თასის მფლობელი – (2ჯერ) – 1996, 1997 წლ. საბერძნეთის სუპერთასის მფლობელი – (1–ჯერ) – 1996 წ. კვიპროსის ჩემპიონი – (1–ჯერ) – 2005 წ. კვიპროსის თასის მფლობელი – (2–ჯერ) – 2003, 2007 წლ. სამწვრთნელო კარიერა კვიპროსის ჩემპიონი – (2–ჯერ) – 2005, 2008 წლ. კვიპროსის თასის მფლობელი – (1–ჯერ) – 2007 წ კვიპროსის სუპერთასის მფლობელი – (1–ჯერ) – 2007 წ.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი თემურ ქეცბაიას დაბადების დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს...
|
უკან დაბრუნება |