მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ქართულ ფეხბურთს ილია დათუნაიშვილი გამოაკლდა 11.02.2022

ქართული ფეხბურთს, პირველი"ოქროს თაობის", კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა, ილია დათუნაიშვილი. ამ გვარ-სახელის ხსენებით ყველაფერი ნათქვამია, აღარ გვყავს 1964 წლის 18 ნოემბრის ტაშკენტური ფინალის გმირი, ვინაც მოსკოვის "ტორპედოს" მიერ გატანილი ბურთი, კუთხურიდან ჩახვეული ულამაზესი გოლით გაქვითა და თამაში დამატებით დროში გადაზარდა. ოვერტაიმში ილია დათუნაიშვილმა ერთი კიდევ ბურთი გაიტანა, თითო კი მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს... თბილისის "დინამომ" მოსკოვის "ტორპედოს" 4:1 სძლია და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი...

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში, თბილისის "დინამოსა" და ერევნის "არარატის" დაპირისპირება, ერთგვარი დერბი გახლდათ. ერთ-ერთ ასეთ დერბიში, თბილისის "დინამომ" "არარატს", ერევანში 5:0 მოუგო და ხუთივე გოლი ილია დათუნაიშვილმა გაიტანა, თანაც 27 წუთის განმავლობაში...

ასეთი არაერთი ისტორიის გახსენება შეიძლება იმ თბილ, გულიან, თავაზიან, ღირსეულ ქართველ კაცზე, ლეგენდაზე, რომელსაც ილია დათუნაიშვილი ერქვა...

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ფეხბურთელის

ილია დათუნაიშვილის

გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს!

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge