ვულოცავთ! გაგრა მთავარ ლიგაში დაბრუნდა | 12.12.2021 |
საქართველოს თასის ორგზის მფლობელი (2011 და 2020 წლებში) საფეხბურთო კლუბი "გაგრა", 9-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის უმთავრეს ლიგაში დაბრუნდა. 2021 წლის სეზონში, გაგრელებმა ეროვნული ლიგა-2-ში, მე-2 ადგილი დაიკავეს... შესაბამისად, ფლეი ოფის საგზური მოიპოვეს და მეტოქედ, ლიგა-1-ის მე-9 ადგილზე გასული, ქობულეთის "შუქურა" ერგოთ. აფხაზეთელებმა ფლეი ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში (0:0, 1:0), იმარჯვეს და 2022 წლის სეზონში ქვეყნის მთავარ ლიგაში იასპარეზებენ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი საფეხბურთო კლუბ "გაგრას" გულთბილად ულოცავენ ქვეყნის მთავარ ლიგაში დაბრუნებას და წარმატებებს უსურვებენ |
უკან დაბრუნება |