მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გლდანი მესამეა (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი. მატჩი მე-3 ადგილისთვის) 05.12.2021

 

საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაზე, ტრადიციული ტურნირის დასკვნითი დღე, მე-3 ადგილისთვის მატჩით გაიხსნა.

ეს თამაში, ისევე როგორც ტურნირის სხვა მატჩები,  კვლავ,  35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში გაიმართა. თამაში, რომეშიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდიო „გლდანს“ დაუპირისპირდა, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

უმჯობესია ჯერ ამ თამაშის ტექნიკურ ოქმს გავეცნოთ:

35-ე საფეხბურთო სკოლა: თემო მახათაძე, მაქსიმე სილაგაძე, არჩილ დარჯანია, ლუკა ჯოხაძე, შოთა უღრელიძე, გიორგი გაგნიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ლუკა ადეიშვილი, ირაკლი მორჩილაძე, სანდრო რიჟამაძე, სანდრო ასაშვილი, დემეტრე კინწურაშვილი;

მწვრთნელები: გიორგი ძნელაძე, გოჩა ავსაჯანიშვილი.

გლდანი: გიორგი კაჯილაშვილი, ბექა კაპანაძე, ვაკო სადილიანი, დემეტრე ფანცულაია, დავით დარსალია, დავით კავლელაშვილი, ანდრია დობორჯგინიძე, ნიკა ბუიღლიშვილი, ირაკლი ბერიანიძე, საბა კაბახჩიანი, ნიკა ბერიანიძე, ლუკა დუგლაძე;

მწვრთნელი: ზურაბ ჯიბუტი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გლდანელებმა იმარჯვეს და ანგარიში გახსნეს, სტუმრები საბა კაბახჩიანმა დააწინაურა. მეტოქეს მასპინძლებიც არ დარჩნენ ვალში და ლუკა ადეიშვილმა ანგარიში გაათააბრა. მატჩის ბოლო გლდანელებმა იძალეს. ირაკლი ბერიანიძის გოლით გამარჯვება მოიპოვეს და ტურნირის მე-3 ადგილს დაეუფლნენ.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge