ნახევარფინალისტები გარკვეულია (გურამ გაბისკირიას თასი. 1/4 ფინალები) | 01.12.2021 |
დღეს, 1 დეკემბერს, 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა. ჩატარებული ოთხი თამაშის შედეგად ოთხი ნახევაფინალისტის ვინაობა გამოვლინდა. ოთხი მატჩიდან, გამარჯვებულის გამოსავლენად, მხოლოდ ერთ წყვილში გახდა საჭირო პენალტების სერია. ბევრს აღარ გავაგრძელებთ და 1/4 ფინალური მატჩების შედეგებს აქვე გაგაცნობთ.
1/4 ფინალური მატჩები 1 დეკემბერი. ოთხშაბათი დომინანტი - 35-ე საფ. სკოლა - 1:3 ამერი - ზესტაფონი-1 – 1:1 (3:4 პენალტ.) ავაზა - აფხაზეთი - 5:0 გლდანი - ზესტაფონი-2 - 2:1
ასე რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე ამ ტრადიციულ ტურნირზე 4 გუნდი გაგრძელებს ასპარეზობას. ესენია: 35-ე საფეხბურთო სკოლა, „ზესტაფონი-1“, „ავაზა“ და „გლდანი“.ამ ოთხეულიდა გამარჯვებულები, ტურნირის მთავარი პრიზისთვის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, დამარცხებულები კი მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ. ნახევარფინალური მატჩები ზეგ, 3 დეკემბერს, ისევ 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში გაიმართება. თამაშების დაწყების დრო და ნახევარფინალური წყვილები ასეთია:
ნახევარფინალური მატჩები 3 დეკემბერი. ოთხშაბათი გლდანი - ავაზა - 10:30 სთ. 35-ე საფ. სკოლა - ზესტაფონი-1 - 11:30 სთ.
|
უკან დაბრუნება |