გურამ გაბისკირიას თასი, აფხაზეთი - ამერის მატჩით გაიხსნება | 25.11.2021 |
26 ნოემბერს თბილისში, 35-ე საფეხბურთო სკოლის განახლებულ კომპლექსში, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას თასის გათამაშება აიღებს სტარტს. ტურნირის 12 მონაწილე, წილისყრის შედეგად 3 ჯგუფში გადანაწილდა. ეს ჯგუფები ასე გამოიყურება: A ჯგუფი: გორდა (რუსთავი), გლდანი-2016, ზესტაფონი-1, დომინანტი; B ჯგუფი: დინამო (სოხუმი), ხილიანი, 35-ე საფეხბურთო სკოლა, ავაზა; C ჯგუფი: აფხაზეთის, თსსა (თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემია), ზესტაფონი-2, ამერი; ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი უკვე ცნობილია. სათამაშო კალენდარი ასეთია: I ტური. 26 ნოემბერი. პარასკევი აფხაზეთი-ამერი - 10:30 სთ. გორდა (რუსთავი) - დომინანტი – 11:30 სთ. თსსა - ზესტაფონი-2 – 12:30 სთ. დინამო (სოხუმი) - ავაზა - 13:30 სთ. გლდანი - ზესტაფონი-1 – 14:30 სთ. ხილიანი – 35-ე საფ. სკოლა - 15:30 სთ.
II ტური. 28 ნოემბერი. კვირა თსსა - ამერი - 10:30 სთ. გლდანი - დომიანტი - 11:30 სთ. გორდა - ზესტაფონი-1 – 12:30 სთ. ხილიანი - ავაზა - 13:30 სთ. აფხაზეთი - ზესტაფონი-2 – 14:30 დინამო (სოხუმი) – 35-ე საფ. სკოლა - 15:30 სთ.
III ტური 29 ნოემბერი. ორშაბათი ზესტაფონი - დომინანტი - 10:30 სთ. აფხაზეთი - თსსა - 11:30 სთ. გორდა - გლდანი - 12:30 სთ. ზესტაფონი-2 - ამერი - 13:30 სთ. დინამო (სოხუმი) - ხილიანი - 14:30 სთ. 35-ე საფ. სკოლა - ავაზა - 15:30 სთ. ჯგუფური ეტაპის 3 ტურის შემდეგ, ჯგუფების ორი გამარჯვებული და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი, 1/4 ფინალში გააგრძელებს მთავარი ტროფეისთვის ბრძოლას. 1/4 ფინალური მატჩები, ოთხშაბათს, 1 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო ნახევარფინალები პარასკევს, 3 ნოემბერს გაიმართება. ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩების ზუსტ თარიღებს, ჯგუფური ეტაპის დასრულებისას გამცნობთ. |
უკან დაბრუნება |