მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ყველა გათამაშებას გამოცდილი ელიკაშვილი გაუძღვება 20.11.2021

დიახ, ეს უკვე შეთანხმებული საკითხია და ამ დღებში ყველაფერი საბოლოოდ გაფორმდება, მამუკა ელიკაშვილი, რომელიც ბოლოს საქართელოს ფეხბურთის ფედერაციაში, მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში გააგრძელებს საქმიანობას.

ელიკაშვილი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი კადრია, მუშობდა სამხრეთ ოსეთისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციებში. ამ ფედერაციებში, მამუკა ელიკაშვილი არაერთ ჩემპიონატს, გათამაშებას, ტურნირსა თუ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალს უძღვებოდა. გარდა ამისა, წლების განმავლობაშოი ხელმძღვანელობდა "კოკა კოლა"-ს ტურნირებს. ელიკაშვილი ყოფილი მსაჯია და თავის დროზე ფიფას კატეგორიაც მიღებული აქვს.

მამუკა ელიკაშვილი ყოველთვის ნოვაციებით გამოირჩევა და ახლაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, ამჯერად უკვე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში. ელიკაშვილი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში ყველა ჩემპიონატს, ტურნირსა და გათამაშებას უხელმძღვანელებს.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge