მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



28 წელი გავიდა... მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მაინც დავიბრუნებთ! 27.09.2021

28 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, აფხაზეთელების დევნილებად გადაქცევიდან, იმ დიდი ტივილიდან და ისტორიის შავი ფურცლიდან, რომელიც ერთნაირად მარცხია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, მთლიანად აფხაზეთელებისთვის...

მოვა დრო და ჩვენ მაინც დავიბრუნებთ ერთმანეთს და ამ პროცესს თაობათა ცვლა კიდევ უფრო გვაახლოებს... მოვა დრო და ისევ ერთად ვიცხოვრებთ, ერთად გავიხარებთ. ქართველები და აფხაზები (ისევე როგორც სამაჩაბლოდან მოწყვეტილები) ერთად შეავსებენ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, სტადიონებს...

მოვა დრო და ქართველი და აფხაზი, აფხაზეთელები, ორივენი ტკივილითა და სინანულით გაიხსენებენ ისტორიის იმ შავ ფურცელს, რომელსაც აფხაზეთის ომი ჰქვია...

მანამდე კი, 28 წელი გავიდა, რაც ენგურს გამოღმა დარჩენილ აფხაზეთელებს ენატრებათ და სიზმარში ნახულობენ სოხუმის, გალის, ოჩამჩირის, გუდაუთის, გაგრის... ქუჩებს და იმ ბედნიერ წუთებს, დღეებს, წლებს, რომლებიც იქ გაატარეს... ენგურს გაღმა დარჩენილებს კი ენატრებათ და სიზმარში ნახულობენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ზუგდიდის... ქუჩებს და იმ ბედნიერ წუთებს, დღეებს, წლებს, რომლებიც იქ გაატარეს...

ძნელია ყველა იმ ემოციის, ტკივილი, განცდის სიტყვებით გადმოცემა... ერთმანეთთან თანაცხოვრების გარეშე 28 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენ, ორივეს გვჯერა რომ ერთმანეთს დავიბრუნებთ...

მანამდე კი ფოტოებით გავიხსენოთ ძირძველი ქართული მხარე აფხაზეთი... ადგილი, სადაც ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ...

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge