ლიახვი-2 უდანაკარგოა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, II ტური) | 23.05.2021 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-2 ტურის მატჩები შედგა. ამჯერად ტური სრულად ჩატარდა და სტუმარ-მასპინძელმა კვლავაც ბევრი ბურთი გაიტანა. 18 გოლი 3 მატჩში, ასეთია მეორე ტურის მონაგარი. ამ ტურის მატჩების შედეგად უდანაკარგოდ მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა - ლიახვი-2 (აჩაბეთი), რომელიც სატურნირო ცხრილს დამსახურებულად ლიდერობს. ბევრს აღარ გავაგრძელებთ და უმჯობესია თამაშების შედეგებსა და ცხრილს აქვე თავადვე გაეცნოთ:
ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი (2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის) 2 ტური. 22 მაისი 2021 წ. 1. იბერია 2010 (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) - 4:1 22 მაისი 2021 წ. 2. ლიახვი-2 (აჩაბეთი) - დინამო (სოხუმი) - 9:0 3. აფხაზეთი - ლიახვი-1 (აჩაბეთი) -3:1
სატურნირო ცხრილი 2 ტურის შემდეგ
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |