მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



უხვგოლიანი სტარტი (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, I ტური) 16.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, კიდევ ერთმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის (2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის) შემდეგ, ასევე წარსულში ცნობილი აფხაზეთელის, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 2009-2010 დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ.

უმცროსი ასაკის ამ გათამაშებაში, 6 გუნდი მონაწილეობს და დღეს პირველი ტურის მატჩები გაიმართა. სამი შეხვედრიდან ორი ჩატარდა, მესამე კი გადაიდო. აღსანიშნავია ის, რომ უმცროსებს ჩემპიონატში უხვგოლიანი სტარტო ჰქონდათ. თავად განსაჯეთ, 2 მატჩში 15 გოლი გავიდა...

სასტარტო ტურის თამაშების შედეგებს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი

(2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის)

1 ტური.

16 მაისი 2021 წ.

1. აფხაზეთი - იბერია 2010 (თბილისი) - 5:5

2. ლიახვი-1 (აჩაბეთი) - ლიახვი-2 (აჩაბეთი) - 1:4

3. დინამო (სოხუმი) - ალგეთი (მარნეული) - გადაიდო

 

* - შენიშვნა: ჩემპიონატის გათამაშების ცხრილი გამოქვეყნდება მე-2 ტურიდან 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge