მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



40 წელი თბილისის "დინამოს" ევროპული ტრიუმფიდან 13.05.2021

40 წელი გვაშორებს არა მარტო ქართული ფეხბურთის, ან ქართული სპორტის, არამედ საქართველოს ისტორიის "ოქროს ფურცელთან", 1981 წლის 13 მაისთან... დღესთან, როცა თბილისის "დინამო" ევროპის თასების თასის მფლობელი გახდა.

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ ფინალში, ჩვენი "დინამო" ასევე გერმანულ, იენის "კარლ ცაისს" დაუპირისპირდა. ჩვენმა ოქროს ბიჭებმა, ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით, მატჩი 2:1 მოიგეს და ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ საკლუბო ტიტულს დაეუფლნენ.

ამ ფინალურ მატჩში გამარჯვების გოლი, ჩვენი ძირძველი ქართული კუთხის, აფხაზეთის შვილმა, ვიტალი დარასელიამ გაიტანა. ყველასათვის საინტერესოა თუ რას წერს მსოფლიოში პოპულარული საფეხბურთო გამოცენა WORLD SOCCER-ის მიმომხილველი გლენვილი, ვიტალი დარასელიას შესახებ:

"თასების მფლობელთა თასის ფინალში, თბილისელთა ნახევარმცველის, ვიტალი დარასელიას მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლი მიეკუთვნება საფეხბურთო ხელოვნების, ტექნიკის, აზროვნებისა და ფეხბურთის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს ნიმუშს"... აი, ასეთი რჩეულები გვყავდა...

ძნელია იმ ტრიუმფის სიტყვებით გადმოცემა და საამისოდ საუკეთესო საშუალება ფოტოებია. ამიტომაც გთავაზობთ დიუსელდორფის ფინალისა და იმ ტრიუმფის ფოტოებს, რომელიც სიტყვებზე უკეთ გადმოსცემს თასების თასის ფინალშსა და გამარჯვებულის ეპოპეას. ეს ისეთი შემთხვევა, როცა ფოტოები უფრო მეტს გადმოგვცემენ, ვიდრე სიტყვები...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge