მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ლიდერი ისევ ორია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი) 10.05.2021

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება. ყოველივე ამის ფონზე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, 2007-08 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატს აგრძელებს. რაც ჩვენი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დამსახურებაა. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ვთხოვთ მეტი ყურადღება გამოიჩინონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესაბამის რეკომენდაციათა დაცვას.

მოკლედ, ჩემპიონატი გრძელდება, მაგრამ მე-3 ტურში ოთხიდან ორი მატჩი გადაიდო, ორი შეხვედრა კი ჩატარდა. ამ ორი თამაშის შედეგს სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგება არ შეუცვლია. ცხრილში კვლავ ორი ლიდერია... თუმცა, სჯობს ყოველივეს აქვე, თავად გაეცანით:

 

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი

(2007-08 წლებში დაბადებულთა შორის)

3 ტური.

1. მცხეთა (მცხეთა) - აისი (დმანისი) - 8:0

2. კაზრეთი-სიონი (კაზრეთი) - ალგეთი (მარნეული) - 1:2

3. გორარხი-ვიტხები (მარნეული) - განთიადი (აგარა) - გადაიდო

4. იბერია-1 (ქარელი) - მუხრანი (მუხრანი) - გადაიდო

 

სატურნირო ცხრილი მე-3 ტურის შემდეგ

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მცხეთა 3 3 0 0 15-1 9
2. ალგეთი 3 3 0 0 7-4 9
3. კაზრეთი-სიონი 3 1 1 1 2-2 4
4. მუხრანი 2 1 0 1 7-7 3
5. გორარხი-ვიტხები 2 1 0 1 4-7 3
6. აისი 3 0 1 2 2-11 1
7. განთიადი 2 0 0 2 0-2 0
8. იბერია-1 2 0 0 2 2-5 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge