აღმასკომმა წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცა | 23.02.2021 |
დღეს, 23 თებერვალს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღნასკომის სხდომა შედგა. სხდომას ტრადიციულად აღმასკომის თავმჯდომარე და აფფ-ს პრეზიდენტი სოსო მალანია უძღვებოდა... მიხეილ ჯიშკარიანი, გიორგი ლომაია, გიორგი კაკაბაძე, როსტომ ფარცვანია, - აღმასკომის წევრთა ამ სრულმა შემადგენლობამ შემდეგი დღის წესრიგზე იმსჯელა: 1. აფფ-ს სამუშაო გეგმის პროექტის შესახებ (მომხსენებელი: სოსო მალანია); 2. აფფ-ს ფინანსური საქმიანობის შესახებ (მომხსენებელი: მზია ცაავა); 3. აფფ-ს გეგმიური პროექტის შესახებ (მომხსენებელი: დიმიტრი ჭანტურია); 4. სხვადასხვა. აღმასკომმა ერთხმად დაამტიცა წარმოდგენილი გეგმიური პროექტი 2021 წლის სამუშაო გეგმად და შესაბამისად, ინფორმაცია მინი-ტურნირების ჩატარების შესახებ, მიღებული იქნა ცნობად და მიმდინარეე წლის სამუშაო გეგმად იქცა. ამასთან, დამტკიცდა და ცნობად იქნა მიღებული აფფ-ს ფინანსური ანგარიში. |
უკან დაბრუნება |