მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



თენგიზ გეგუჩაძის სახელობის თასი ვიკინგებისაა! 14.02.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წელი ახალი ტურნირით დაიწყო. თბილისში დღეს დასრულდა თენგიზ გეგუჩაძის სახელობის ტურნირი, რომელშიც ჭაბუკთა გუნდები მონაწილეობდნენ. ცნობისათვის, თენგიზ გეგუჩაძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ ფეხბურთს. ბოლოს კი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში საშეჯიბრო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

თენგიზ გეგუჩაძის სახელობის თასის ფინალში დედაქალაქური გუნდები, "ვიკინგები" და "მერანი" (ყოფილი "ნორჩი დინამო") დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფინალი "ვიკინგებმა" 2:0 იმარჯვა.

ტურნირის გამარჯვებული - "ვიკინგები"

ტურნირის მეორეადგილოსანი - "მერანი - ნორჩი დინამო"

ტურნირის პრიზიორებს, თასები, მედლები და პრიზები, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ გადასცა.

 

ტურნირზე საუკეთესოებიც გამოავლინეს; რჩეულთა ჩამონათვალი ასეთია:

 

1. საუკეთესო მეკარე - სანდრო ქოჩიაშვილი (ვიკინგები);

2. საუკეთესო მცველი - გიორგი ასეშვილი (გლდანის აკადემია);

3. საუკეთესო ნახევარმცველი - ცოტნე მასხარაშვილი (ვიკინგები);

4. საუკეთესო თავდამსხმელი - ვანო გურჩიანი (მერანი (ნორჩი დინამო);

5. ბომბარდირი - საბა ბერჰე (მახათა);

6. ტურნირის ტექნიკური მოთამაშე - ლუკა დემეტრაშვილი (კრწანისი);

7. ტურნირის საუკეთესო არბიტრი - გიგა ჭეიშვილი.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge