ის დიდხანს ეხსომებათ | 17.01.2021 |
უკვე 3 წელი გავიდა, რაც ჩვენს შორის აღარაა ღირსეული კაცი, სიცოცხლეზე, სამშობლოზე, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მისი გამორჩეული თვისებების ჩამოთვლა იოლი ნამდვილად არაა... ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მას მურად ანჯაფარიძე ერქვა. მისი გულის ძგერა, 2018 წლის 17 იანვარს შეწყდა. ის დღეს ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო, რამდენი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებდა... ის ძირძველ ქართულ მიწაზე, აფხაზეთში დაიბადა, გაიზარდა, დაფრთიანდა, ადრეული და მოწიფული ახალგაზრდობა ზღვისპირა სოხუმში გაატარა. ოჯახი შექმნა, რამდენიმე ათეული წელი, ფეხბურთამდე არაერთ საქმეს ემსახურებოდა და ყველას ღირსეულად, გულიანი და გამორჩეული ადამიანი იყო. დევნილობაში, თბილისში დააფუძნა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და სიკვდილამდე მისი პირველი პრეზიდენტი იყო... სამწუხაროდ ის ჩვენს გვერდით აღარაა, მაგრამ მან დატოვა კვალი ნათელი, რის გამოც მისი სახელი თაობებს ემახსოვრებათ. მისი სახელობის ტურნირს რეგულარულად, ატარებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ტრადიციულად მურად ანჯაფარიძის დაბადების დღესაა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს, აფხაზეთელებსა და მთლიანად საქართველოს, დიდხანს ემახსოვრება ეს ღირსეული ადამიანი.
|
უკან დაბრუნება |