მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ვულოცავთ! გრიგოლ ცაავა 58 წლისაა 05.01.2020
ის ზუსტად 58 წლის წინ, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, 17 წლისა კი თბილისის "დინამოს" მაისური მოირგო. 1979-87 თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა. შემდეგ იყო ლანჩხუთის "გურია", ისევ თბილისის "დინამო", მერე სახელშეცვლილი თბილისის "იბერია" (ყოფილი "დინამო"), შემდეგ სოხუმის "ცხუმი" და... სსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა...
დიახ, მწვავე მოედნის რაინდმა ხელში იარაღი აიღო და აფხაზეთში ქართული მიწისთვის იბრძოდა...
"ცხუმის" მერე "თეთრი არწივი", თბილისის "შევარდენი 1906" და კარიერის ბოლო აკორდი ისევ თბილისის "დინამო"...
ეს გამორჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის, გრიგოლ ცაავას საფეხბურთო დოსიეა. გრიგოლ ცაავასი, რომელიც მოედნის გარდა ქართული მიწისთვის იბრძოდა. დღეს ისევ ქართული ფეხბურთის სამსახურშია და უკვე წლებია თბილისის ფეხბურთის ფედერაციას ხელმზღვანელობს.
გრიგოლ ცაავა დღეს 48 წლის გახდა.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი
ყოველი აფხაზეთელისა და ქართული საზოგადოების სახელით
თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს
გრიგოლ ცაავას
ულოცავს იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს
უკან დაბრუნება  
 
web-style.ge