პრიზიორებმა მედლები და დიპლომები ჩაიბარეს | 30.12.2019 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის საფეხბურთო სეზონი პრიზიორების დაჯილდოებით დააგვირგვინა. წაბუკთა და მოზარდთა შორის 5 გათამაშებაში 3-3 პრიზიორი გამოვლინდა. დაჯილდოების გეოგრაფიაც მასშტაბური გახლდათ. დედაქალაქის გარდა დაჯილდოების ცერემონიალები გაიმართა კასპში, მუხრანში, კოდაში, მარნეულში, კაზრეთში, რუსთავში... დაჯილდოების ცერემონიალში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო მალანიას, პასუხისმგებელი მდივანი დიმიტრი ჭანტურია, საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ცირდავა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები, პრიზიორი გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი ქომაგები უმშვენებდნენ მხარს. დაჯილდოების აღწერა-გადმოცემით თავს არ მოგაწყენთ, ყველაფრრზე ფოტოკოლაჟი მეტყველებს, რომელსაც ქვემოთ თავადვე იხილავს. მანამდე კი უპრიანი იქნება ყველა პრიზიორი ჩამოვთვალოთ, უმცროსებიდან დავიწყოთ და უფროსებით დავასრულოთ: გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის: I ადგილი: რუსთავი (რუსთავი) II ადგილი: ნაძალადევი (თბილისი) III ადგილი: ლიახვი (აჩაბეთი)
ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება 2007-2008 წლებში დაბაებულთა შორის: I ადგილი: ალგეთი 2007 (მარნეული) II ადგილი: განთიადი 2007 (კასპი) III ადგილი: სიონი (კაზრეთი) ნიაზ ძიაფშიპას სახელობის გათამაშება 2006-2007 წლებში დაბადებულთა შორის: I ადგილი: იბერია 2010 (თბილისი) II ადგილი: განთიადი (კასპი) III ადგილი: ლომები (თბილისი)
ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება 2005-2006 წლებში დაბადებულთა შორის: I ადგილი: ალგეთი (მარნეული) II ადგილი: რუსთავი (რუსთავი) III ადგილი: გაგრა (გაგრა) ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის: I ადგილი: დიდუბე 2014 (თბილისი) II ადგილი: განთიადი 2003 (კასპი) III ადგილი: მუხრანი (წილკანი) |
უკან დაბრუნება |