მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გურამ გაბისკირიას თასი ისევ დინამომ მოიგო 24.11.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორედ ჩაატარა საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება, რომელშიც შარშანდელის მსგავსად 10 გუნდი მონაწილეობდა.

მე-3 ადგილისთვის მატჩსა და ფინალს ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამო თბილისის" აკადემიამ უმასპინძლა. მე-3 ადგილისათვის მატჩში სანდრო ბაგაშვილისა და გიორგი უგრეხელიძის თითო გოლით, "ლომები 2007"-მა "გლდანი 2008"-ს 2:0 მოუგეს და მე-3 საპაიო ადგილს დაეუფლნენ.

მე-3 ადგილისთვის მატჩში გუნდების შემადგენლობა ასეთი იყო:

ლომები 2007: ლუკა ხუჭუა, ნიკო მარი, საბა გარუჩავა, გიორგი ფირცხალაიშვილი, საბა გილიგაშვილი, გიორგი უგრეხელიძე, მათე ქარდავა, გიორგი მენაბდიშვილი, სანდრო ბაგაშვილი, მიშიკო ბაინდურაშვილი, ლევან ტურიაშვილი, ნიკა ბეგლარიშვილი, საბა ბერუაშვილი; 

გლდანი 2008: დაჩი ჩოჩიშვილი, ნიკა გუჯაბიძე, მინდია ყულჯანიშვილი, თორნიკე ბუჩუკური, სანდრო ვაზაგაშვილი, გიორგი დევიძე, გიორგი ურთაშვილი, ნიკა გოლავა, გიორგი დობორჯგინიძე, ლუკა მაისურაძე, საბა რაზმაძე, სანდრო ლომოური.

დაძაბული გამოდგა ფინალური მატჩი, რომელშიც "დინამო თბილისი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დინამო თბილისის აკადემია: ბექა კვარაცხელია, გიორგი სამხარაძე, მიშო ზამბახიძე, გიორგი ნიჟარაძე, ცოტნე ხარებავა, ავთანდილ გიორგაძე, დაჩი ბუცხრიკიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკოლოზ ბაქრაძე, გიგი ძაძუა, თამაზ თამაზაშვილი, გიორგი მელქაძე, ლუკა ელიავა, დავით გელაშვილი:

ვიტ ჯორჯია: საბა ტარტარაშვილი, ნიკა ქვარცხავა, დემეტრე გრიგალაშვილი, ლუკა ჩიმჩიური, ნიკა ჩიმჩიური, ბესიკ ქებურია, გუგა ზურაბაშვილი, დემეტრე ჯავახიშვილი, ჯაბა ხორავა, თორნიკე ბუშელაშვილი, გიორგი ოდიშარია, ივანე საცერაძე.

ფინალური მატჩის პირველი ტაიმი ნორჩმა დინამოელებმა დავით გელაშვილის დუბლით 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიადან" ნიკა ჩიმჩიურმა ერთი გოლი გაიტანა. საბოლოოდ "დინამო თბილისის" აკადემიამ 2:1 იმარჯვა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა გურამ გაბისკირიას სახელობის თასს.

შთამბეჭდავად ჩატარდა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც სფხაზეთის ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ ეროვნული გმირის გურამ გაბისკირიას მოგონებითა გახსნა. მან და სხვა გამომსვლელებმა ნორჩ ფეხბურთელებს აუხსნეს თუ ვინ იყო გურამ გაბისკირია. სოსო მალანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოწვეულ სტუმართა შორის ისეთი რჩეული ფიგურები იყვნენ, როგორებიცაა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ავთანდილ სამხარაძე, ევროპაში ყველაზე უხუცესი კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები: მერაბ დგებუაძე, დავით გვაძაბია და კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი რევაზ გერგედავა, ვეტერანი ფეხბურთელი სერგო ფიფია და ალექსანდრე ჭაავა.

რჩეულები 10 ნომინაციაში გამოარტჩიეს და გამორჩეული ათეულის ჩამონათვალი ასეთია:

 

1. საუკეთესო მეკარე - საბა ტარტარაშვილი (ვიტ ჯორჯია)

2. საუკეთესო მცველი მიხეილ ზამბახიძე (დინამო თბილისი)

3. საუკეთესო ნახევარმცველი - მათე ქარდავა (ლომები 2007)

4. საუკეთესო თავდამსხმელი - დავით გელაშვილი (დინამო თბილისი)

5. ტურნირის ბომბარდირი - გიორგი უგრეხელიძე (ლომები 2007)

6. საუკეთესო ფეხბურთელი - ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი)

7. საუკეთესო გამთამაშებელი - ნიკა ჩიმჩიური (ვიტ ჯორჯია)

8. საუკეთესო ტექნიკური ფეხბურთელი - გუგა ზურაბაშვილი (ვოტ ჯორჯია)

9. გულშემატკივრის სიმპათია - ბესო ქებურია (ვიტ ჯორჯია)

10. ტურნირის ყველაზე ნორჩი ფეხბურთელი - დავით ყურაშვილი - (ასმც ვარკეთილი)

რჩეულთა ათეული დიპლომების გარდა სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალი მე-3 საპრიზო ადგილზე გასული "ლომები 2007"-ის დაჯილდოებით გაგრძელდა. მერე მე-2 ადგილოსანი "ვიტ ჯორჯია" დააჯილდოვეს, ბოლოს კი ტურნირის გამარჯვები "დინამო თბილისი", რასაც თასებითა და მედლებით ყიჟინა და სამახსოვრო ფოტოების გადაღება მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge