დინამო და ვიტ ჯორჯია ფინალში გავიდნენ (გურამ გაბისკირიას თასი) | 22.11.2019 |
საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. დღეს ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტთა ვინაობაც ცნობილი გახდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ნახევარფინალში ყველა გუნდი ფრთხილობდა და ალბათ გოლების სიმცირეც ამით უნდა აიხსნას. "ვიტ ჯორჯიამ" გლდანი 2008"-ს 1:0 სძლია და ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალური მატჩი უფრო დაძაბული გამოდგა. "დინამო თბილისის" აკადემიისა და "ლომების" პაექრობა ფრედ 1:1 დასრულდა და საქმე პენალტებზე მიდგა. პენალტების სერიაში ნორჩმა დინამოელებმა იმარჯვეს და მეტოქეს 7:6 სძლიეს. ასე, რომ 24 ნოემბერს ფინალში "დინამო თბილისის" აკადემია "ვიტ ჯორჯიას" ეთამაშება. მე-3 ადგილისთვის მატცში კი "ლომები 2007" და "გლდანი 2008" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. |
უკან დაბრუნება |