თამაზ კუჭუხიძის თასი საბურთალოსია! | 23.09.2019 |
20 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 23 სექტემბერს დასრულდა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სოხუმის "დინამოსა" და "გაგრას" ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული, თამაზ კუჭუხიძის სახელობის ტურნირი 2009-2010 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის. გათამაშება, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა, თბილისში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
მერანი, ბერმუხა, ვარკეთილი, ავაზა, სოხუმის "დინამო", საბურთალო, გურჯაანი და ლოტკინი... ამ 8 გუნდს შორის, "საბურთალომ" პირველობა არავის დაუთმო. ტურნირის ფინალში "საბურთალომ" სოხუმის "დინამოს" სძლია. შესაბამისად, ტურნირის გამარჯვებული "საბურთალო" გახდა, მეორე ადგილზე სოხუმის "დინამო" გავიდა, მე-3 პრიზიორი კი "გურჯაანი" გახდა.
გათამაშების ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის პირველადგილოსანი "საბურთალო", თამაზ კუჭუხიძის ძმამ, კოტე კუჭუხიძემ შესაბამისი თასითა და დიპლომებით დააჯილდოვა. ვიცე-ჩემპიონ სოხუმის "დინამოს" ნორჩ ფეხბურთელებს, ჯილდო და დიპლომი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ გადასცა, მე-3 ადგილოსანი "გურჯაანის" დაჯილდოება კი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებელ მდივან დიმიტრი ჭანტურიას ხვდა წილად.
|
უკან დაბრუნება |